საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები ალბანეთში გაემგზავრა, სადაც უეფა-ს განვითარების თასზე ითამაშებს. გათამაშება ქალაქი დურესში გაიმართება.
მასპინძელი ალბანეთის გარდა, საქართველოს ნაკრები მონტენეგროსა და ლიეტუვას 16-წლამდე ნაკრებებსაც შეხვდება. ჩვენი გუნდი უეფა-ს განვითარების თასის 2020 წლის გათამაშების პირველ შეხვედრას 11 თებერვალს მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებს არჩილ ჩხაბერიძე ხელმძღვანელობს, რომლის ხელმძრვანელობითაც გუნდმა მოსამზადებელი ეტაპი თბილისში, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გაიარა.
მთავარმა მწვრთნელმა უეფა-ს განვითარების თასზე გასამართი მატჩებისთვის 19 ფეხბურთელი შეარჩია.
მეკარეები: მარიამ როსტიაშვილი (გორი იუნაიტედი) ლიკა ცუხურკაიძე (ბახტრიონი, ახმეტა)
მცველები:ანი ძაძუა, ელენე გაზდელიანი (ორივე – გერლ ფაუერი, თბილისი), მარიამ ბერაშვილი (გორი იუნაიტედი), დიანა ბაქრაძე (ბახტრიონი, ახმეტა), მარი ჯანჯარია (კოლხეთი, ხობი), ლიზი კანდელაკიშვილი (მართვე, ქუთაისი), ნინო ჯგუშია (ნორჩი დინამო, თბილისი), თინათინ ბლუაშვილი (ზარზმა, ახალციხე)
ნახევარმცველები: ელენე კახნიაშვილი (ნორჩი დინამო, თბილისი), თამარ ყიზილაშვილი (ბახტრიონი, ახმეტა), ანა ბებნაძე (ზარზმა, ახალციხე), ელენე ენჯიბაძე (ივერია, ხაშური), ლიზი დიასამიძე (დინამო, ბათუმი), თამუნა წიქარიძე (გორი იუნაიტედი), ანა გობრონიძე (ლანჩხუთი)
თავდამსხმელები: მარიამ მამნიაშვილი (ნიკე, თბილისი), ეთერ სულაშვილი (გორი იუნაიტედი)