16-წლამდელებმა უკრაინასთან პირველი ამხანაგური მატჩი წააგეს
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინასთან პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და დაძაბულ შეხვედრაში ბოლო წამზე დამარცხდა.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი საკმაოდ დრამატული გამოდგა. საბოლოოდ სტუმრებმა ბოლო წუთზე გატანილი ავტოგოლით 2:1 მოიგეს. ჩვენი გუნდიდან ერთად-ერთი გოლი მუხრან ბაგრატიონმა 69-ე წუთზე გაიტანა.
ზურაბ ხიზანიშვილმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა:
საქართველო U16: ჯოჯუა, გაფრინდაშვილი, ჯანაშია, მორჩილაძე, ბაგრატიონი, ლაცაბიძე, ხიმშიაშვილი, გოჩიაშვილი, ხაბულიანი, თოდუა, შიოლაშვილი.
შეცვლაზე შევიდნენ: ღურწკაია, ლაბაძე, გოგებაშვილი, ბართია, ცხოვრებაშვილი, ხაბურზანია, ოჩიგავა, სიორდია, ნოზაძე, ჭელიშვილი.
ამ გუნდების მეორე დაპირისპირება 21 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გაიმართება – შეხვედრა 18 საათზე დაიწყება.