საქართველოს 16-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები ლუქსემბურგს ესტუმრა და ამ ქვეყნის თანატოლთა გუნდთან პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა.
ზვიად ჯელაძის გაწვრთნილებმა ბევრი საგოლე მომენტი შექმნეს. თუმცა, თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ. საქართველოს ნაკრებმა ამის შემდეგ კიდევ უფრო აქტიურად შეუტია და მეტოქის კარი ორჯერ აიღო – ორივეჯერ თავი თორნიკე მორჩილაძემ გამოიჩინა. საბოლოოდ, საქართველომ მეტოქე 2:1 დაამარცხა.
საქართველოს U16: ხარატიშვილი, არველაძე, ჭინჭარაული, კვარაცხელია, ხორავა, ტალახაძე, ზურაბიანი, ბენდიანიშვილი, მორჩილაძე, მირზიკაშვილი, ხვედელიძე.
შეცვლაზე: აბუაშვილი, ტორონჯაძე, ოსიყმაშვილი, ოგბაიძე, ლატარია.
ეს გუნდები მეორე ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებენ – შეხვედრა 15 თებერვალს შედგება.