16-წლამდელების მეორე მარცხი უკრაინასთან
16-წლამდელების მეორე მარცხი უკრაინასთან

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინელ თანატოლებთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და დამარცხდა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართულ შეხვედრაში უკრანელებმა ანგარიში მე-10 წუთზე გახსნეს. ამის შემდეგ მატჩი დაძაბულად მიმდინარეობდა, მაგრამ საქართველოს 16-წლამდელთა გუნდმა მეტოქის კარის აღება ვერ შეძლო. უკრაინელებმა კი მეორე ნახევარში კიდევ ორი გოლი გაიტანეს და 0:3 მოიგეს.

საქართველოს U 16: ბერუაშვილი, გეგიაძე, ხიმშიაშვილი, თოდუა, ღურწკაია, გოგებაშვილი, ბართია, ცხოვრებაშვილი, ხაბურზანია, ოჩიგავა, ჭელიშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: მაქაცარია, გაფრინდაშვილი, მორჩილაძე, ბაგრატიონი, ლაცაბიძე, გოჩიაშვილი, ხაბულიანი, შიოლაშვილი, ლაბაძე, სიორდია, ნოზაძე, მიქავა.

პირველი ამხანაგური მატჩი 19 ოქტომბერს სტუმრებმა ბოლო წუთზე გატანილი ავტოგოლით 2:1 მოიგეს. ჩვენი გუნდიდან მუხრან ბაგრატიონმა გაიტანა.

16-წლამდე ნაკრები ის გუნდია, რომლის ბაზაზეც 2020 წელს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები დაკომპლექტდება და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის თამაშებს ჩაატარებს.