16 ივნისს „ბლექ სი არენაზე“ ჯგუფ „ბლექ აიდ ფისის“ კონცერტი გაიმართება
16 ივნისს „ბლექ სი არენაზე“ ჯგუფ „ბლექ აიდ ფისის“ კონცერტი გაიმართება

შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა“ 2019 წლის სეზონს 16 ივნისს „ბლექ აიდ ფისის“ (Black Eyed Peas) კონცერტით გახსნის. „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში, ჯგუფი საქართველოს ბოლო ალბომის, Masters of the Sun Vol. 1 მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა.

ბილეთების გაყიდვა დღეს, 30 აპრილს, საღამოს 20:00 საათზე საიტებზე – TKT.ge და Eventer.ge დაიწყება. ბილეთის ფასი 50-დან 250 ლარამდე იქნება.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას პროექტ „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში „ბლექ სი არენასთვის“ 6.5 მილიონი ლარის გამოყოფა დაევალა, რაც მიმდინარე წელს ღონისძიებების ჩატარებას მოხმარდება.