150-მა სპორტსმენმა აკრძალული პრეპარატების სიიდან მარიხუანის ამოღება მოითხოვა
150-მა სპორტსმენმა აკრძალული პრეპარატების სიიდან მარიხუანის ამოღება მოითხოვა

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) მიიღო წერილი, რომელსაც ხელს აწერს 150 მოქმედი და ყოფილი სპორტსმენი. მათი თხოვნაა – ამოიღონ აკრძალული პრეპარატების სიიდან მარიხუანა.

„აღმოვაჩინეთ სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება კანაბისისა და ბუნებრივი კანაბინოიდების წყალობით – მათი გამოყენება იძლევა თერაპიულ და გამაჯანსაღებელ უპირატესობას. ეს ნივთიერებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ათლეტისთვის“, – ნათქვამია წერილში.

ცნობილი სპორტსმენებიდან წერილს ხელს აწერენ: ყოფილი მოკრივე მაიკ ტაისონი, ამერიკული ფეხბურთის ყოფილი მოთამაშეები – ჯეიკ პლამერი და რიკ უილიამსი, აგრეთვე ყოფილი ველომრბოლი ფლოიდ ლენდისი.

მაიკ ტაისონი მარიხუანის გამოყენების დიდი ხნის მომხრეა. „რკინის მაიკი“ კანაბისს კალიფორნიაში თავის რანჩოზე ზრდის.