15 წლის წინ რაფაელ ნადალი ტოპ ათეულში შევიდა და მას შემდეგ არ გამოვარდნილა
ზუსტად 15 წლის წინ, ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგის ტოპ ათეულში პირველად შევიდა.
2005 წლის გაზაფხულზე, რაფამ ზედიზედ მოიგო მონტე კარლოსა და ბარსელონას ტურნირები, რისი წყალობითაც, 26 აპრილს კლასიფიკაციაში მე-11 ადგილიდან მეშვიდეზე გადავიდა. მრავალრიცხოვანი ტრავმების მიუხედავად, მას შემდეგ, მსოფლიოს ამჟამინდელი მეორე ნომერი პირველი ათეულიდან არ გამოვარდნილა. მისი ეს სერია 778 კვირას უტოლდება და აბსოლუტურ რეკორდსმენამდე, ამერიკელ ჯიმი კონორსამდე ესპანელს 11 კვირა აკლია, თუმცა, ამჟამად, კორონავირუსის გამო, რეიტინგში ათვლა შეჩერებულია.
კვირების რაოდენობით TOP10-ში ყოფნის მიხედვით ლიდერთა სია ასეთია:
789 – ჯიმი კონორსი (1973-1988)
778 – რაფაელ ნადალი (2005-2020)
734 – როჯერ ფედერერი (2002-2016)
619 – ივან ლენდლი (1980-1992)
565 – პიტ სამპრასი (1990-2001)
555 – ნოვაკ ჯოკოვიჩი (2007-2017)