15-წლამდელთა ტურნირის ფინალში საქართველო თურქეთთან დამარცხდა
15-წლამდელთა ტურნირის ფინალში საქართველო თურქეთთან დამარცხდა

15-წლამდელ ფეხბურთელთა საერთაშორისო ტურნირზე დასკვნით შეხვედრები გაიმართა. ორივე მატჩი “დავით პეტრიაშვილი არენაზე” უნდა გამართულიყო, მაგრამ დიდი ქარის გამო, შეხვედრები “ბენდელას” სტადიონზე გადაიტანეს.

მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ლიტვა ბელარუსს შეხვდა, მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა და მესამე ადგილზე გავიდა.

ტურნირის გამარჯვებულის გამოსავლენად კი საქართველოს 15-წლამდე ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდა და მოულოდნელად, დიდი ანგარიშით დამარცხდა. პირველი ტაიმში თურქები 4:0-ს იგებდნენ, საბოლოოდ კი 5:0 გაიმარჯვეს და მთავარი პრიზის მფლობელები გახდნენ.

საქართველოს ნაკრები კი ექვსი ქულით მეორე ადგილზე გავიდა.