15-წლამდელები ლუქსემბურგს ესტუმრებიან
15-წლამდელები ლუქსემბურგს ესტუმრებიან

ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ 15-წლამდელთა ნაკრები შეიკრიბა. გიორგი ჩიტაურის გუნდი ლუქსემბურგს ესტუმრება და ამ ქვეყნის თანატოლთან ნაკრებთან 22 და 24 მაისს ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

მთავარმა მწვრთნელმა ამხანაგური მატჩებისთვის შემდეგი 18 ფეხბურთელი შეარჩია:

მეკარეები: ლუკა შურღაია (დინამო თბ), დავით ასათიანი (ტორპედო);

მცველები: თეიმურაზ ვაზაგაშვილი, სანდრო გულიაშვილი, ირაკლი კვაშილავა (სამივე – საბურთალო), ზურა ზოსიაშვილი, ლუკა ფერცულიანი (ორივე – სფფ აკადემია), მიხეილ ავალიანი (ლოკომოტივი),

ნახევარმცველები: გიორგი ჩხეტიანი, ზაურ სიჭინავა, ნიკოლოზ სიხარულაშვილი, ლუკა გაგნიძე (ყველა – დინამო თბ), ლაშა ონიანი, ილჩინ მეხტიევი (ორივე – სფფ აკადემია), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გურამ დეისაძე (ტორპედო);

თავდამსხმელები: ჯადული იობაშვილი (დინამო თბ), თევდორე თელია (გაგრა).