15-წლამდე მოჭიდავეებს ევროპის ჩემპიონატზე ექვსი მედლის მოპოვების შანსი აქვთ #1TVSPORT
15-წლამდე მოჭიდავეებს ევროპის ჩემპიონატზე ექვსი მედლის მოპოვების შანსი აქვთ #1TVSPORT

საბერძნეთში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით 15-წლამდე მოჭიდავეთა ნაკრებს ექვსი მედლის მოპოვების შანსი აქვს.

ნიკოლოზ კუტუბიძე (44 კგ) ტურნირის ფინალში იჭიდავებს, ბრინჯაოს მედლებისთვის კი დავით შავაძე (48 კგ) და ამიკო ცეცხლაძე (52 კგ) იბრძოლებენ.

ასევე ბრინჯაოს მედლების მოპოვებას რეპეშაჟიდან შეეცდებიან დავით ლობჟანიძე (41 კგ), გიორგი აზნაურიშვილი (44 კგ) და ლუკა ბუიღლიშვილი (85 კგ).