15 რუსული კლუბი ჩაწყობილ თამაშებშია ეჭვმიტანილი
15 რუსული კლუბი ჩაწყობილ თამაშებშია ეჭვმიტანილი

კვიპროსულმა კომპანია „ანდროსპორტსმა“ (Androsports) 2016 წლის იანვრიდან ჩაატარა ჩაწყობილი ამხანაგური მატჩების სერია 15 რუსული კლუბის მონაწილეობით.

2016-18 წლების ზამთარში, სეზონებს შორის შესვენებისას, კვიპროსზე ჩატარდა 32 მატჩი წინასწარ განსაზღვრული შედეგით. რუსული კლუბების გარდა, ამ თამაშებში მონაწილეობდნენ: სამ-სამი კლუბი პოლონეთიდან და კვიპროსიდან, ორ-ორი სერბეთიდან და ჩეხეთიდან, აგრეთვე თითო კლუბი შვეიცარიიდან, ბელარუსიდან, სლოვაკეთიდან, მოლდოვიდან, რუმინეთიდან, უკრაინიდან, ბულგარეთიდან, ლატვიიდან და უნგრეთიდან.

ასეთ მატჩებს ემსახურებოდნენ მსაჯები რუმინეთიდან, პორტუგალიიდან და ლატვიიდან. აქედან ხუთს არაპროფესიონალის სტატუსი ჰქონდა, – წერს გამოცემა „ბლექ სი“ (The Black Sea).

„ანდროსპორტსი“ ეჭვმიტანილია ფიფას აგენტთან და ინვესტორ ერიკ მაოსთან კავშირში.

ამ ორწლიან პერიოდში ყველაზე მეტი, 6 ჩაწყობილი მატჩი, „ყუბანმა“ ჩაატარა.