15 გუნდი 22-წლიან კარიერაში - ეროვნული ლიგის ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე 40 წლის გახდა #1TVSPORT
15 გუნდი 22-წლიან კარიერაში - ეროვნული ლიგის ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე 40 წლის გახდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ყველაზე გამოცდილი და ასაკოვან მოთამაშე, „სამგურალის“ შემტევ ნახევარმცველი გრიგოლ დოლიძეს იუბილარია – წყალტუბოს გუნდის და ეროვნული ლიგის ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი გუშინ 40 წლის გახდა, რაც საქართველოს ჩემპიონატისთვის ნამდვილი მოვლენაა. 40 წლის ასაკში ეროვნულ ლიგაში ბევრ ფეხბურთელს არ უთამაშია – ალკაზარ ქანთარია, მერაბ მეგრელაძე, დათო ბოლქვაძე…. ეს სია მეტისმეტად მოკლეა.

გრიგოლ დოლიძეს ეროვნულ ჩემპიონატში 441 მატჩი აქვს ჩატარებული და ერთ-ერთი რეკორდსმენია. არის ეროვნული ლიგის გამარჯვებული, 4-4 ჯერ აქვს მოგებული დავით ყიფიანის სახელობის თასი და საქართველოს სუპერთასი.

საინტერესოა, რომ მისი კარიერა 22 წლის წინ დაიწყო და ამ პერიოდში 15 გუნდში ითამაშა. უცხოეთში მხოლოდ ერთხელ იყო – აზერბაინჯანულ „სიმურგში“, დანარჩენი დრო კი საქართველოში თამაშობდა.

გრიგოლ დოლიძე

დაბადების თარიღი 1982 წლის 25 ოქტომბერს ლანჩხუთში (40 წლის)

სიმაღლე – 180 სმ

პოზიცია – ფლანგის ნახევარმცველი

პროფესიული კარიერა

წლები გუნდი მატჩი (გოლი)

2000-2001 გურია ლანჩხუთი 37 (5)

2002-2003 მერცხალი ოზურგეთი 45 (5)

2003-2004 სპარტაკი თბილისი 17 (0)

2004-2006 სიონი ბოლნისი 48 (13)

2006-2008 ამერი თბილისი 60 (13)

2008-2009 სიმურგი 17 (0)

2009-2010 დინამო თბილისი 0 (0)

2010 რუსთავის მეტალურგი 2 (0)

2010-2011 ზუგდიდი 8 (0)

2011-2013 ქუთაისის ტორპედო 77 (9)

2013-2014 დილა გორი 15 (4)

2014 ზესტაფონი 15 (1)

2014–2015 სამტრედია 24 (4)

2015–2016 შუქურა ქობულეთი 25 (1)

2016–2019 ქუთაისის ტორპედო 106 (18)

2020 – სამგურალი წყალტუბო 47 (4)

ეროვნული გუნდი

2008 წელი საქართველო 3 (0)

ტიტულები

საქართველოს ჩემპიონი (1): 2017

საქართველოს თასის გამარჯვებული (4): 2006, 2007, 2016, 2018

საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (4): 2007, 2008, 2018, 2019