ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი ყველა ლიგაში დროებით შეჩერდება, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.
„ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ტენდენციის ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ახალი შეზღუდვების შესაბამისად, 14 აგვისტოდან სფფ-ის ეგიდით გასამართი ყველა ჩემპიონატი დროებით შეჩერდება“, – წერია სფფ-ის განცხადებაში.
უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ ტურნირები მინიმუმ ერთი თვით შეჩერდება.
„დადგენილების თანახმად, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ყველა ლიგა 4 სექტემბრიდან განახლდება. ტურნირების განახლებული კალენდარი მოგვიანებით გახდება ცნობილი“.
მაგრამ მანამდე 13 აგვისტოს, ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის მატჩები შეუფერხებლად გაიმართება.