ქუთაისის „ტორპედოს“ ოფიციალურმა გვერდმა იმ ფეხბურთელების სია და ასაკი გამოაქვეყნა, რომლებმაც კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 31-ე ტურში მოქმედი ჩემპიონის, „საბურთალოს“ წინააღმდეგ ითამაშეს.
სოსო კოპალიანი (13 წლის);
ლუკა ელბაქიძე (15 წლის);
ირაკლი მელქაძე (15 წლის);
ლუკა მჟავანაძე (15 წლის);
დავით ასათიანი (16 წლის);
მურთაზ სანებლიძე (16 წლის);
ოთარ აფრიდონიძე (16 წლის);
გურამ დეისაძე (16 წლის);
სერგი ბაბუნაშვილი (16 წლის);
აკაკი მელაძე (16 წლის);
ბექა ღირდალაძე (17 წლის);
გიორგი აბზიანიძე (18 წლის);
ვატანგ ბოჭორიშვილი (18 წლის);
თამაზ შარვაშიძე (18 წლის);
იაკობ მაღლაფერიძე (19 წლის);
მათე აბულაძე (19 წლის);
ლუკა ფიფია (21 წლის);
ნიკა ქორიძე (22 წლის).
ამ შეხვედრაში ორი რეკორდი დამყრდა: ჩვენი ჩემპიონატების ისტორიაში გუნდი პირველად გაიყვანა კაპიტანმა, რომლის ასაკიც 16 წელია – ამ ასაკისაა ქუთაისელთა კაპიტანი, მეკარე დავით ასათიანი. ამას გარდა, ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში, ლიგის თამაშის განაცხადში პირველად შეიყვანეს ფეხბურთელი (სოსო კოპალიანი), რომელიც 13 წლისაა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები ვარჯიშსა და თამაშზე უარს აცხადებენ მანამ, სანამ დავალიანებას არ გაუსტუმრებენ. გუნდს ტური რომ არ ჩაეგდო, „ტორპედოს“ მთავრმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე თბილისელებს დუბლშემადგენლობისა და ასაკობრივი გუნდების მოთამაშეები დადაუპირისპირა.