13 წლის ფეხბურთელი აშშ-ის პროფესიული სპორტის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენი გახდა #1TVSPORT
13 წლის ფეხბურთელი აშშ-ის პროფესიული სპორტის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენი გახდა #1TVSPORT

„მეიჯორ ლიგ სოკერის“ (MLS) კლუბის „რეალ სოლტ-ლეიკის“ აკადემიის ფეხბურთელი აქსელ კეი ამერიკის შეერთებული შტატების სპორტის ისტორიაში შევიდა.

ფორვარდმა „რეალ სოლტ-ლეიკის“ სარეზერვო კლუბში („რეალ მონარქსი“) ითამაშა „კოლორადო-სპრინგს სვიჩბეკის“ წინააღმდეგ. ეს იყო მატჩი USL-ის (აშშ-ში დონით მეორე საფეხბურთო ლიგა MLS-ის შემდეგ) ლიგაში.

კეი მატჩის დღეს 13 წლის, ცხრა თვისა და ცხრა დღის იყო. ასე რომ, ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენი, ვისაც ამერიკულ პროფესიულ სპორტულ გუნდში უთამაშია.