13 და 16 მაისის მთავარი ბრძოლები ცნობილია
13 და 16 მაისის მთავარი ბრძოლები ცნობილია

როგორც დღეს გახდა ცნობილი, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი მაისში მინიმუმ სამ ღონისძიებას გამართავს. 9, 13 და 16 მაისის ქარდებს ჯექსონვილში მდებარე არენა უმასპინძლებს. ასევე ბრძოლების გამართვა 23 მაისს არის დაგეგმილი.

13 მაისის ქარდის მთავარი ბრძოლა ენტონი სმიტსა და გლოვერ ტეიხეირას შორის შედგება. 16 მაისის ჰედლაინერი კი ალისტერ ოვერიმისა და ვოლტ ჰარისის დაპირისპირება იქნება.

ენტონი სმიტმა ბოლო ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. „ლომის გულმა” ალექს გუსტაფსონი დაამარცხა. რაც შეეხება გლოვერ ტეიხეირას, მან უკანასკნელი 3 ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა (კარლ რობერსონი, იონ კუტელაბა, ნიკიტა კრილოვი)

რაც შეეხება ალისტერ ოვერიმისა და ვოლტ ჰარისის დაპირისპირებას. ჰოლანდიელი ბოლოს ჯაირზინიო როზენსტრუიკთან ნოკაუტით დამარცხდა. ვოლტ ჰარისს კი ბოლო 4 ბრძოლიდან ყველა აქვს მოგებული.