12 იანვარი მიხეილ მესხის დაბადების დღეა

1937 წლის 12 იანვარს, თბილისში ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი მიხეილ მესხი დაიბადა.

მისი სახელი უკავშირდება თბილისის „დინამოსა“ და ქართული ფეხბურთის ოქროს ხანას, როდესაც ჩვენი გუნდი მსოფლიოს საუკეთესო კლუბებს ამარცხებდა.

ქართული და მსოფლიო ფეხბურთის აღიარებულმა ვარკვლავმა საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში 1960 წელს ევროპის ჩემპიონობა იზეიმა –  (ევროპის ერთა თასის პირველ გათამაშება).

1964 წელს მიხეილ მესხი „დინამოს“ ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო, როდესაც თბილისელები საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გახდნენ და ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს.

სპორტის ისტორიაში სამუდამოდ დარჩა ე.წ „მესხის ფინტი“, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივრების ყველა თაობას აღაფრთოვანებს. „პირველად ვნახე ფეხბურთელი, რომელიც პასს საკუთარ თავს უკეთებდა”, – ეს არგენტინის ნაკრების მარჯვენა მცველმა, სიმეონემ „რივერ-პლეიტის“ სტადიონ „მონუმენტალზე“ თამაშის შემდეგ თქვა, როცა საბჭოთა კავშირმა არგენტინის ნაკრები 2:1 დაამარცხა და ორივე გოლი მესხის დამსახურებით გავიდა.

საბჭოთა რეჟიმის პირობებში მიხეილ მესხს დიდი სპორტის დატოვება ადრეულ ასაკში, 29 წლისას  მოუწია, მაშინ ფეხბურთელი ბრწყინვალე ფორმაში იყო.

უკანასკნელ მატჩში მიხეილ მესხმა „ნასიონალთან“ ითამაშა და ურუგვაელების გაოგნება გამოიწვია, როდესაც გაიგეს, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშე ფეხბურთიდან მიდოდა.

თბილისის „ლოკომოტივის“ სტადიონი მიხეილ მესხის სახელს ატრებს.