„მილუოკი ბაქსის“ ცენტრმა ბრუკ ლოპესმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის ანტირეკორდი დაამყარა ერთ მატჩში გამოუყენებელი სამქულიანების რაოდენობით.
„ფინიქსის“ წინააღმდეგ წაგებულ საშინაო მატჩში (114:116), ლოპესმა 12 შორეული ტყორცნა შეასრულა და ყველა ააცილა.
წინა ანტირეკორდი (11 გაფუჭებული სამქულიანი) რამდენიმე მოთამაშეს ეკუთვნოდა. ამ სიაში არიან – „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელი სტეფ კარი, „ნიუ იორკის“ მცველი ტრეი ბერკი და „ბოსტონის“ ყოფილი ფორვარდი ანტუან უოკერი.