ესპანეთის ნაკრებში ფატი, ტოპესი და კიდევ ხუთი ახალბედა გამოიძახეს
ესპანეთის ნაკრებში ფატი, ტოპესი და კიდევ ხუთი ახალბედა გამოიძახეს

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. სექტემბერში ესპანელებს უკრაინასთან და გერმანიასთან უწევთ ორი თამაში.

პირველად მიიღეს ესპანეთის ნაკრებში მიწვევა 17 წლის ფორვარდმა ანსუ ფატიმ, 19 წლის მცველმა ერიკ გარსიამ, 20 წლის ნახევარმცველმა ფერან ტორესმა, 23 წლის მეკარემ უნაი სიმონმა. ასევე, ეროვნულ გუნდში შეიძლება დებიუტი ჰქონდეთ ნახევარმცველებს, მიკელ მერინოსა და ოსკარ როდრიგესს, აგრეთვე, ფორვარდ ადამა ტრაორეს.

ესპანეთის ნაკრების განაცხადი:

მეკარეები – დავიდ დე ხეა (მანჩესტერ იუნ, ინგლისი), კეპა არისაბალაგა (ჩელსი, ინგლისი), უნაი სიმონი (ბილბაო);

მცველები – ხესუს ნავასი, სერხიო რეგილონი (ორივე – სევილია), დანი კარვახალი, სერხიო რამოსი (ორივე – რეალი), პაუ ტორესი (ვილიარეალი), დიეგო ლორენტე (რეალ სოსიედადი), ხოსე ლუის გაია (ვალენსია), ერიკ გარსია (მანჩესტერ სიტი, ინგლისი);

ნახევარმცველები – ფაბიან რუისი (ნაპოლი, იტალია), ტიაგო ალკანტარა (ბაიერნი, გერმანია), სერხიო ბუსკეტსი (ბარსელონა), როდრი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), მიკელ მერინო (რეალ სოსიედადი), დანი ოლმო (ლაიპციგი), ოსკარ როდრიგესი (რეალი);

ფორვარდები – როდრიგო მორენო (ვალენსია), მიკელ ოიარსაბალი (რეალ სოსიედადი), ადამა ტრაორე (ვულვერჰემპტონი), მარკო ასენსიო (რეალი), ანსუ ფატი (ბარსელონა), ფერან ტორესი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი).