11 ივლისს აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე ძალიან საინტერესო ქარდი შედგება. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ღონისძიებაზე 3 სატიტულო ბრძოლა შედგება. ცნობილი ხდება, რომ აღნიშნულ ქარდს (UFC 251) კიდევ რამდენიმე საინტერესო ბრძოლა დაემატა. ნახევრად საშუალო წონით დივიზიონში (welterweight) ელიზეუ ზალესკი დოს სანტოსი მუსლიმ სალიხოვს დაუპირისპირდება.
ზედიზედ 7 ბრძოლის მოგების შემდეგ ზალესკი (22-6, UFC 8-2) ლი ჯინგლიანგთან დამარცხდა, თუმცა ამის შემდეგ კიდევ ერთი გამარჯვების მოპოვება ალექსეი კუნჩენკოს წინააღმდეგ მოახერხა.
მუსლიმ სალიხოვმა (16-2, UFC 3-1) UFC-ის ოქტაგონზე ბოლო 3 ბრძოლა მოიგო. აქქედან ორი ნოკაუტით. ბოლო დაპირისპირებაში სალიხოვმა ლაურეანო სტაროპოლის სძლია.
11 ივლისს ქარდის (UFC 251) დაანონსებული ბრძოლები
კამარუ უსმანი – გილბერტ ბერნსი
ალექს ვოლკანოვსკი – მაქს ჰოლოვეი
ჟოზე ალდო – პეტრ იანი
ამანდა რიბასი – პეიჯ ვან ზანტი
შამილ აბდურაჰიმოვი – სირილ გეინი
ვოლკან ოეზდემირი – ჟირი პროჩაჟკა
რაულიან პაივა – ჟალგას ჟუმაგულოვი
მაკვან ამირხანი – დენი ჰენრი
ელიზეუ ზალესკი დოს სანტოსი – მუსლიმ სალიხოვი