11 ივლისიდან საფრანგეთის მთავრობა კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში ზომების შემსუბუქების მორიგ ეტაპს დაიწყებს, რომლის დროსაც გულშემატკივრებისთვის საფეხბურთო სტადიონები გახსნება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ იუწყება.
პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში სტადიონებს მხოლოდ 5 000-მდე ადამიანი დაესწრება, შემდეგ კი ეს რაოდენობა გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა, თუმცა აღარ განახლებულა და დასრულებულად გამოცხადდა. ჩემპიონად „პარი სენ-ჟერმენი“ იქნა აღიარებული.
ლიგა 1-ს ახალი სეზონის დაწყება 22 აგვისტოს არის დაგეგმილი.