მადრიდის „რეალის” ყოფილმა მეკარემ იკერ კასილიასმა უპასუხა შეკითხვას – ვის შეიყვანს მადრიდული კლუბის ისტორიაში სამი საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. კასილიასმა მხოლოდ ორი მოთამაშე დაასახელა.
„არ ვიცი სამი როგორ უნდა ავირჩიო, მაგრამ ორს დავასახელებ. ესენი არიან ალფრედო დი სტეფანო და კრიშტიანო რონალდო”, – დაწერა თავის „ტვიტერში” კასილიასმა.
დი სტეფანომ ხუთჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული, ორჯერ მოიპოვა „ოქროს ბურთი” და ოთხჯერ გახდა ესპანეთის საუკეთესო სპორტსმენი. კრიშტიანო რონალდო „რეალის” ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია 450 გოლით, ასევე ხუთჯერ აქვს მოპოვებული „ოქროს ბურთი”.