მსოფლიოს მეორე ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ პირველად გავიდა კორტზე. მან თავისი აკადემიის ერთ-ერთ კორტზე ივარჯიშა და ფოტო საკუთარ „ტვიტერზე“ განათავსა.
უფრო ადრე, ნადალმა განაცხადა, რომ 2020 წელი ჩოგბურთისთვის დაკარგულად მიაჩნია და შესაძლოა, წელს „როლან გაროსზე“ არ ითამაშოს.
დღეისთვის, ყველა რანგის საჩოგბურთო ტურნირი 31 ივლისამდეა შეწყვეტილი.