ნახევარფინალური წყვილები გაირკვა +100 წონით კატეგორიაშიც და ოთხი სპორტსმენიდან სამი ქართველია. პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი შეხვდებიან, მეორეში კი ონისე ბუღაზე ირანელ ჯავად მაჰჯუბს დაუპირისპირდება.
მედლისთის ბრძოლას აგრძელებს ადამ ოქრუაშცვილიც, რომელმაც მეოთხედფინალში მატიაშვილთან დათმო და რეპეშაჟში გადაინაცვლა. ბრინჯაოსთვის პირველ ბრძოლას ის ჰოლანდიელ იურ სპაიკერსთან გამართავს.