100 მეტრზე სპრინტში ოლიმპიური ჩემპიონის დიეტოლოგი დოპინგის გავრცელებაშია ეჭვმიტანილი #1TVSPORT
100 მეტრზე სპრინტში ოლიმპიური ჩემპიონის დიეტოლოგი დოპინგის გავრცელებაშია ეჭვმიტანილი #1TVSPORT

პროფესიონალი ბოდიბილდერი და დიეტოლოგი ჯაკომო სპაცინი, რომელიც ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისას 100 მეტრზე რბენაში ჩემპიონთან ლამონტ ჯეიკობსთან თანამშრომლობდა, ფართომასშტაბიანი გამოძიების ობიექტი გახლავთ. ის ეჭვმიტანილია ანაბოლური სტეროიდების გავრცელებაში, – ამის შესახებ დაწერა გამოცემა Insider-მა.

თავის მხრივ, ბრიტანული გამოცემა Times ირწმუნება, რომ მილანის პოლიცია იძიებს ჯაკომო სპაცინის საქმეს, რომელიც ამტკიცებდა, რომ გადამწყვეტი როლი ითამაშა ოლიმპიადაზე ჯეიკობსის სენსაციურ გამარჯვებაში.

იურიდიულ დოკუმენტებში აღნიშნავენ: დღეისთვის დოპინგ-ოფიცრები ამოწმებენ ცნობებს იმაზე, რომ სპაცინიმ და მისმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მიიღეს რეცეპტების ბლოკნოტი და საავადმყოფოს ექიმის ბეჭედი, რომელსაც იყენებდნენ დოპინგ-პრეპარატების უკანონოდ შესაძენად საკუთარი თავისთვისა და სატრენაჟორო დარბაზების სხვა კლიენტებისთვის. ამ პრეპარატებს შორის იყო – ზრდის ჰორმონები და ანაბოლური სტეროიდები.

სპაცინი ასევე, შესაძლოა, ინკრიმინირებული იყოს თაღლითობის მუხლით, რადგან მას არ ჰქონდა საკმარისი კვალიფიკაცია დიეტოლოგად სამუშაოდ.

იტალიელი მძლეოსნის აგენტი ამ კვირას გამოვიდა განცხადებით რამდენიმე გაზეთში და დაადასტურა, რომ მისი კლიენტი მართლაც მუშაობდა სპაცინისთან, მაგრამ შეწყვიტა მასთან პროფესიული ურთიერთობა 2021 წლის მარტში მას შემდეგ, რაც გამოძიების შესახებ შეიტყო.

დატოვე კომენტარი