ავტორიტეტულმა პორტალმა FourFourTwo-მ გამოაქვეყნა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში 10 ყველაზე ცუდი ნაკრების სია. რეიტინგში გათვალისწინებულია არა მხოლოდ სპორტული შედეგები, არამედ ატმოსფერო გუნდის შიგნით და მის გარშემო. ასე მაგალითად. ჩამონათვალში მოხვდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 1982 წლის ნაკრები, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა. ამის მიზეზი გახდა მატჩი ავსტრიასთან, რომელსაც ბევრი მიიჩნევს ჩაწყობილ თამაშად, აგრეთვე, მეკარე ჰარალდ შუმახერის უხეში თამაში ფრანგი პატრიკ ბატისტონის წინააღმდეგ.
სამი ყველაზე ცუდი ნაკრებია: საბერძნეთი-1994 (სამი წაგება ჯგუფში, ბურთების შეფარდება 0-10), სალვადორი-1982 (სამი წაგება ჯგუფში, ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში – 1:10) და ზაირი-1974 (აბსოლუტურად უარესი შედეგი მსოფლიოს ჩემპიონატებზე – სამი წაგება ჯგუფში, ბურთების შეფარდება 0-14).
10 ყველაზე ცუდი ნაკრების სია:
1. ზაირი-1974
2. სალვადორი-1982
3. საბერძნეთი-1994
4. შვედეთი-1990
5. ბოლივია-1950
6. საფრანგეთი-2010
7. ურუგვაი-1986
8. ინგლისი-2010
9. გფრ-1982
10. ბრაზილია-1974