ზუსტად 10 წლის წინ, 2008 წლის 23 აგვისტოს, არგენტინის ნაკრებმა პეკინის თამაშების ფინალში ნიგერია 1:0 დაამარცხა. „ალბისელესტეს“ შემადგენლობაში თამაშობდნენ ლიონელ მესი, სერხიო აგუერო, ანხელ დი მარია, ხავიერ მასკერანო, ხუან რიკელმე, ნიკოლას პარეხა, ესეკილ გარაი და სხვები.
არგენტინელთა ამ თაობისთვის ოლიმპიური ოქრო ერთადერთი დიდი გამარჯვებაა საერთაშორისო ტურნირზე. სხვა ფინალებში ისინი ყოველთვის აგებდნენ: მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე – გერმანიასთან (0:1), 2007 წელს კოპა ამერიკაზე – ბრაზილიასთან (0:3), 2015 და 2016 წლებში კოპა ამერიკაზე – ჩილესთან (ორივეჯერ 0:0 და წაგება პენალტების სერიაში).