10 წლის ამერიკელმა მოცურავემ კლარკ კენტმა თავისი ლეგენდარული თანამემამულის, 23-გზის ოლიმპიური ჩემპიონის, მაიკლ ფელპსის ერთ-ერთი რეკორდი გააუმჯობესა, – იტყობინება CNN.
შორეული დასავლეთის ჩემპიონატზე, 50-მეტრიან აუზში, კენტმა 100 მეტრზე ბატერფლაით წუთსა და 9.38 წამში გაცურა. ეს შედეგი ერთ წამზე მეტით აღემატება ფელპსის რეკორდს, რომელიც 1995 წელს იყო დამყარებული.
კლარკ კენტის მეტსახელია – „სუპერმენი“.