10 მოთამაშე, რომელთა ფასიც ყველაზე მეტი დაეცა
10 მოთამაშე, რომელთა ფასიც ყველაზე მეტი დაეცა

დრო არავის ზოგავს – გამონაკლისები არც ფეხბურთელები არიან. ზოგი კარიერის დასრულებას უახლოვდება, ზოგი კი უბრალოდ დიდ მოლოდინს ვეღარ ამართლებს და დაღმართში წავიდა.

კრიშტიანუ რონალდუს ფასი ასაკის გამო დაეცა – პორტუგალიელი ვარსკვლავის ტრანსფერის ღირებულება 2015 წელს 120 მილიონი ევრო იყო, ამჟამინდელი ღირებულება კი 45 მილიონით ნაკლებია – 75 მილიონი. ის დღეს მსოფლიო ფეხბურთში კვლავ ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა, მაგრამ ასაკი თავისას შვება – 35 წლისაა.

ქვემოთ მოცემულია 10 მოთამაშის სია, რომელთა სატრანსფერო ღირებულებაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად დაეცა.

10. ვენსან კომპანი, 33 წლის, „ანდერლეხტი

ამჟამინდელი ღირებულება: 5 მილიონი ევრო (იყო 33 მილიონი)

9. მარიო გიოტცე, 27 წლის, „ბორუსია“

ამჟამინდელი ღირებულება: 18 მილიონი ევრო (50)

8. არდა თურანი, 33 წლის, „ბარსელონა“

ამჟამინდელი ღირებულება: 0,8 მილიონი ევრო (35)

7. ჰალკი, 33 წლის, „შანხაი სიპგი

ამჟამინდელი ღირებულება: 8,5 მილიონი ევრო (45)

6. რადამელ ფალკაო, 33 წლის, „გალათასარაი“

ამჟამინდელი ღირებულება: 6 მილიონი ევრო (45)

5. ლუკა მოდრიჩი, 34 წლის, მადრიდის „რეალი“

ამჟამინდელი ღირებულება: 15 მილიონი ევრო (55)

4. სესკ ფაბრეგასი, 32 წლის, „მონაკო“

ამჟამინდელი ღირებულება: 10 მილიონი ევრო (50)

3. გარეტ ბეილი, 30 წლის, „რეალი“

ამჟამინდელი ღირებულება: 40 მილიონი ევრო (80)

2. უეინ რუნი, 34 წლის, „დერბი ქაუნთი

ამჟამინდელი ღირებულება: 4.5 მილიონი ევრო (45)

1. კრიშტიანუ რონალდუ, 35 წლის, „იუვენტუსი“

ამჟამინდელი ღირებულება: 75 (120)

აღსანიშნავია, რომ რონალდუს პირველი კონკურენტის, არგენტინის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ვარსკვლავის, ლიონელ მესის ფასი ამ პერიოდში სულ რაღაც 8 მილიონით შემცირდა. 2015 წელს მის გრაფაში 120 მილიონი ეწერა, ახლა – 112 მილიონი.