10 მოთამაშე იტალიიდან - ალბანეთის მწვრთნელმა საქართველოსთან სათამაშოდ შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედოარდო რეიამ მარტის ამხანაგური შეხვედრებისთვის შემადგენლობა დაასახელა. იტალიელი სპეციალისტის მიერ შერჩეული 26 ფეხბურთელი 26 მარტს გასვლაზე ესპანეთთან მატჩისთვის მოემზადება, ხოლო 29 მარტს ბალკანელები ტირანაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებენ.
ალბანეთის ნაკრებს დაუბრუნდებიან თავდამსხმელი ჯაკომო ვრონი (ტიროლი, ავსტრია) და მცველი ივან ბალიუ (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), გუნდში კი სამი დებიუტანტია – მეკარე ელჰან კასტრატი იტალიის სერია ბ-ს „ჩიტადელადან“, 19 წლის მცველი ადრიან ბაირამი პორტუგალიურ „ბენფიკადან” და ნახევარმცველი კრისტიან ასლანი სერია ა-ს „ემპოლიდან“. აღსანიშნავია, რომ ალბანეთის ჩემპიონატიდან ნაკრებში მხოლოდ ერიონ ჰოსალარი (ტირანა) მოხვდა.
მეკარეები – ეტრიტ ბერიშა (ტორინო, იტალია), ტომას სტრაკოშა (ლაციო, იტალია), ელჰან კასტრატი (ჩიტადელა, იტალია)
მცველები – ელსეიდ ჰისაი (ლაციო, იტალია), ადრიან ისმაილი (ემპოლი, იტალია), ივან ბალიუ (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), ბერატ ჯიმშიტი (ატალანტა, იტალია), მარაშ კუმბულა (რომა, იტალია), ენეა მიჰაი (პაოკ, საბერძნეთი), ალბი დოკა (ჰონვედი, უნგრეთი), ემირ ლენიანი (გრასჰოპერსი, შვეიცარია), ადრიან ბაირამი (ბენფიკა, პორტუგალია)
ნახევარმცველები – კრისტიან ასლანი (ემპოლი, იტალია), ქაზიმ ლაჩი (აიაჩო, საფრანგეთი), ოდისე როში (ბოლუსფორი, თურქეთი), ამირ აბრაში (გრასჰოპერსი, შვეიცარია), ილბერ რამადანი (მტკ, უნგრეთი), ნედიმ ბაირამი (ემპოლი, იტალია), კლაუს გიასულა (დარმშტადტი, გერმანია), კეიდი ბარე (ესპანიოლი, ესპანეთი)
თავდამსხმელები – მიტრო უზუნი (გრანადა, ესპანეთი), სოკოლ ჩიკალეში (ქონიასფორი, თურქეთი), რემი მანაი (სპეცია, იტალია), ჯაკომო ვრონი (ტიროლი, ავსტრია), არმანდო ბროია (საუთჰემპტონი)