კრიშტიანო რონალდო საუდის არაბეთის „ალ-ნასრში“ გადადის.
გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, პორტუგალიელი პირველი იანვრიდან გახდება „ალ-ნასრის“ წევრი. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ფეხბურთელთან კონტრაქტი 2.5 წლით იქნება განსაზღვრული.
ხელშეკრულების პირობებით, 37 წლის რონალდოს ხელფასი სეზონში დაახლოებით 200 მილიონი ევრო იქნება ბონუსებისა და სარეკლამო შემოსავლების გათვალისწინებით. წყარო აღნიშნავს, რომ ამით კრიშტიანო მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდება.
კრიშტიანო რონალდოს კონტრაქტი „მაჩესტერ იუნაიტედთან“ მსოფლიო ჩემპიონატის დროს გაუქმდა. ამჟამად პორტუგალიელი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს.