აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატს (UFC) დატვირთული ზაფხული ელოდება. ორგანიზაცია ივლისის ღონისძიებებს აბუ-დაბის საბრძოლო კუნძულზე გამართავს, სადაც ორი ქართველი მებრძოლი იასპარეზებს. აგვისტოში კი ბრძოლები ლას-ვეგასშიც გაიმართება.
„ემ-ემ-ეი ჯანკის“ (MMAJUNKIE) ინფორმაციით, 1 აგვისტოს ქარდს ვისენტე ლუკესა და რენდი ბრაუნის ბრძოლა დაემატა. აღნიშნული ინფორმაცია თავად ვისენტე ლუკემ საკუთარ ინსტაგრამის გვერდზეც დაადასტურა.
ლუკემ (18-7, UFC 11-3) ბოლო ბრძოლა 9 მაისს ნიკო პრაისთან გამართა და შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა. რაც შეეხება რენდი ბრაუნს (12-3, UFC 6-3) მას ბოლო ორი ბრძოლა აქვს მოგებული.
1 აგვისტოს დადასტურებული ბრძოლები
ჰოლი ჰოლმი – ირენ ალდანა
დერეკ ბრანსონი – ედმენ შაჰბაზიანი
მარკუს პერეზი – ეკირ სპაისლი
იანა კუნიტსკაია – კეტლენ ვიეირა
ტრევინ ჯილსი – ჯუნ იონგ პარკი
ედ ჰერმანი – და უნ იუნგი
რენდი ბრაუნი – ვისენტე ლუკე