1/8 ფინალში ყველაზე ცოტა დარტყმა "ბარსელონამ" შეასრულა
1/8 ფინალში ყველაზე ცოტა დარტყმა "ბარსელონამ" შეასრულა

“ბარსელონას” ფეხბურთელებმა ყველაზე ცოტა დარტყმა შეასრულეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მატჩებში – 16 დარტყმა ორ თამაშში. სამაგიეროდ, შესანიშნავი ეფექტურობა აჩვენეს მომენტების რეალიზაციისას.

ერთ გოლზე კატალონელებმა საშუალოდ დახარჯეს მხოლოდ 4 დარტყმა. InStat-ის მონაცემებით, უფრო ცოტა დარტყმა დასჭირდა “მანჩესტერ სიტის” (3.8). მესამეზეა – “იუვენტუსი” (4.3).

“ჩელსის” ფეხბურთელებმა “ბარსელონასთან” ორმატჩიან დაპირისპირებაში 4-ჯერ გაარტყეს ძელს ბურთი, სულ კი წლევანდელ გათამაშებაში ლონდონელებს ექვსი ასეთი დარტყმა ჰქონდათ – ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სეზონში. 4-4 ძელსგარტყმული ბურთი დაუგროვდათ “რეალს”, “ბარსელონასა” და “მანჩესტერ იუნაიტედს”.
ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტად არ უმართლებდა “ჩელსის” შემტევ ვილიანს – მისი სამი დარტყმა მოხვდა ძელს.

დარტყმების საუკეთესო სიზუსტე მერვედფინალურ ეტაპზე “ბარსელონამ” აჩვენა – 63%. ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზეა “მანჩესტერ სიტი” (58%), მესამეზე – “რომა” (50%). ყველაზე იშვიათად კარში ზუსტად ურტყამდნენ “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ჩელსი” – შესაბამისად, 23% და 24 %.