კოლუმბია-ინგლისი
3 ივლისი. მოსკოვი. სტადიონი “სპარტაკი”. დასაწყისი 22:00
მსაჯი: მარე გეიგერი (აშშ)
ინგლისის ნაკრები 1966 წლიდან მოყოლებული ცდილობს ძველი დიდების დაბრუნებას და ამჯერად, გულშემატკივრები იმედიანად არიან. მათ აქციაც კი მოაწყვეს სახელწოდებით – “ის სახლში ბრუნდება”. ამით ისინი მიანიშნებენ, რომ ფეხბურთის დამაარსებლები შინ მოგებით დაბრუნდებიან.
ამგვარი ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს – საუტგეიტის ხელმძღვანელობით, ინგლისი კარგად განსწავლული ნაკრების შთაბეჭდილებას ტოვებს და მაღალი ხარისხის შემსრულებლებიც ჰყავს. თან გამტანი ფორვარდიც ჰყავს – ჰარი კეინი ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
თუმცა, კოლუმბია ძლიერი მეტოქეა, მიუხედავად იმისა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არის გუნდის ლიდერის ხამეს როდრიგესის თამაში. მის გარეშეც, კოლუმბიაში ბევრი გამოცდილი მოთამაშეა,
გუნდმა ამ ჩემპიონატზე დაამტკიცა, რომ შეუძლია სირთულეების გადალახვა და მიზნის მიღწევა. გუნდი ტონუსშია იმ დროს, როცა ინგლისმა ბოლო ტურში რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება საინტერესო მატჩი, რომლის შედეგის წინასწარმეტყველება ძალიან რთულია.
ახალი ამბები
ჯგუფურ ეტაპზე პანამასთან და ბელგიასთან მატჩების გამოტოვების შემდეგ, ინგლისს მწყობრში ჰყავს დელე ალი.
კოლუმბიის რიგებში, ჯერჯერობით, ეჭვქვეშ არის ხამეს როდრიგესის თამაში.
წინა მატჩები
ინგლისი-ტუნისი 2:1
გოლები: 1:0 კეინი (11), 1:1 სასი (35-პენ), 2:1 კეინი (90+1)
ინგლისი-პანამა 6:1
გოლები: 1:0 სტოუნზი (8), 2:0 კეინი (22-პენ), 3:0 ლინგარდი (36), 4:0 სტოუნზი (40), 5:0 კეინი (45+1-პენ), 6:0 კეინი (62), 6:1 ბალოი (78)
ინგლისი-ბელგია 0:1
გოლი: იანუზაი (51)
კოლუმბია-იაპონია 1:2
გოლები: 0:1 კაგავა (6-პენ), 1:1 კინტერო (39), 1:2 ოსაკო (73)
პოლონეთი-კოლუმბია 0:3
გოლები: 0:1 მინა (40), 0:2 ფალკაო (70), 0:3 კუადრადო (75)
სენეგალი-კოლუმბია 0:1
გოლი: 0:1 მინა (74)
სტატისტიკა
გატანილი გოლები: 5 – 8
გაშვებული გოლები: 2 – 3
დარტყმები: 25 – 42
ზუსტი დარტყმები: 8 (32%) – 15 (36%)
კუთხური: 11 – 17
თამაშგარე: 6 – 9
პასები: 1297 – 1569
პასების სიზუსტე: 82% – 91%
ჯარიმა: 40 – 33
ყვითელი ბარათი: 3 – 2
წითელი ბარათი: 1 – 0
ურთიერთშეხვედრები
– ინგლისი არასოდეს დამარცხებული კოლუმბიასთან წინა 5 შეხვედრაში.
– მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ გუნდებს ერთხელ უთამაშიათ ერთმანეთის წინააღმდეგ – 1998 წელს, ინგლისმა 2:0 მოიგო.
საინტერესო ფაქტები
– კოლუმბია მესამედ არის მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფში და ერთხელ გადაულახავს მერვედფინალის ზღვარი.
– ხოსე პეკერმანის დანიშვნის შემდეგ, კოლუმბიას ევროპულ გუნდებთან არ წაუგია – +6=2-0.
– კოლუმბია მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო რვა მატჩში მინიმუმ ერთ გოლს იტანდა.
– კოლუმბიას არასოდეს უთამაშია მსოფლიოს ჩემპიონატზე უგოლო ფრე (21 მატჩში).
– ამ ჩემპიონატზე კოლუმბიის ხუთი გოლიდან სამში ხუან კინტერომ მიიღო მონაწილეობა.
– ინგლისს მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფში ბოლო რვა მატჩიდან მხოლოდ ორი აქვს მოგებული.
– ინგლისმა ბოლოჯერ პლეი ოფში 2006 წელს მოიგო – 1/8 ფინალში ეკვადორი დაამარცხა.
– ინგლისმა პლეი ოფის ბოლო 18 მატჩში მხოლოდ ერთხელ ვერ შეძლო გოლის გატანა.
– ჰარი კეინმა ამ ჩემპიონატზე მხოლოდ 153 წუთი ითამაშა და 5 გოლი გაიტანა.
– ინგლისს მსოფლიოს ჩეპიონატზე სამხრეთამერიკულ გუნდებთან 18-ჯერ უთამაშია (+8=3-6).
რა თქვეს მწვრთნელებმა
გარეტ საუტგეიტი (ინგლისი):
“ჩვენ სერიოზული მოწინააღმდეგე გვყავს, მას პატივს ვცემთ. კონცენტრირებული ვართ ფეხბურთზე, ვეცდებით ვაჩვენოთ ის თამაში, რომელიც ვიცით. თავისუფლად ვთამაშობთ, რაც ჩვენი სტილია და შევეცდებით ასევე გავაგრძელოთ. ეს ის მატჩია, რომელიც გინდა რომ ითამაშო. ეს ფანტასტიკური საღამო იქნება”.
ხოსე პეკერმანი (კოლუმბია):
“რა თქმა უნდა, იმ გუნდს, რომელსაც აქვს ფუფუნება თავისი ფეხბურთელები დაასვენოს, უპირატესობა გააჩნია. რა თქმა უნდა, ეს მათი უპირატესობაა. ჩვენ რთული მატჩები გადავიტანეთ და ამან უფრო გაგვაძლიერა. გვჯერა საკუთარი თავის და გვესმის, რომ ძლიერი გუნდა გვყავს”.
სავარაუდო შემადგენლობები
კოლუმბია: ოსპინა – მოხიკა, დ. სანჩესი, მინა, არიასი – ურიბე, კ. სანჩესი – მურიელი, კინტერო, კუადრადო – ფალკაო.
ინგლისი: პიკფორდი – მაგუაიერი, სტოუნზი, უოკერი – ჰენდერსონი – იანგი, ალი, ლინგარდი, ტრიპიერი – სტერლინგი, კეინი.