1/8 ფინალი. ხორვატია-დანია - მატჩის ანონსი
1/8 ფინალი. ხორვატია-დანია - მატჩის ანონსი

ხორვატია-დანია

1-ლი ივლისი. ნიჟნი ნოვგოროდი. სტადიონი „ნიჟნი ნოვგოროდი“. დასაწყისი 22:00
მსაჯი: ნესტორ პიტანა (არგენტინა)

ხორვატიის ნაკრებმა სასიამოვნოდ გააკვირვა ყველა ჯგუფურ ეტაპზე. ურთულეს ჯგუფში ზლატკო დარლიჩის შეგირდებმა სამივე მატჩი მოიგეს და პირველად გავიდნენ პლეი ოფში 1998 წლის შემდეგ.

დანია ჯგუფურ ეტაპზე არც ისე დამაჯერებელი იყო. ამ გუნდმა მოუგო პერუს, არადა, ლათინოამერიკელებზე ცუდად გამოიყურებოდა, ავსტრალიასთან საბრძოლო ფრე ჰქონდა, საფრანგეთთან კი არც ერთ გუნდს არ უთამაშია და ეს იყო ტურნირის ერთ-ერთი სამარცხვინო მატჩი.

მიუხედავად ამისა, დანია პლეი ოფშია და მეოთხედფინალში გასასვლელად გარკვეული შანსი აქვს. თუ ხორვატიას ამ ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესო შუა ხაზი ჰყავს, დანიას კრისტიან ერიქსენის ნიჭისა და კასპერ შმეიხელის საიმედო თამაშის იმედი უნდა ჰქონდეს.

ახალი ამბები
ხორვატიის ნაკრებში დაბრუნდებიან ის ფეხბურთელები, რომლებმაც გამოტოვეს ისლანდიასთან მატჩი.

დანიის ნაკრებში მწყობრში ჩადგა ვილიამ კვისტი, რომელმაც პირველ ტურში ორი ნეკნი გაიტეხა პერუსთან შეხვედრაში.

გუნდს უბრუნდება იუსუფ პოულსენი, რომელმაც ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა.

წინა მატჩები
ხორვატია-არგენტინა 3:0
გოლები: 1:0 რებიჩი (53), 2:0 მოდრიჩი (80), 3:0 რაკიტიჩი (90+1)

ხორვატია-ნიგერია 2:0
გოლები: 1:0 ეტებო (32-საკ. კარში), 2:0 მოდრიჩი (71-პენ)

ისლანდია-ხორვატია 1:2
გოლები: 0:1 ბადელი (53), 1:1 გ. სიგურდსონი (76-პენ), 1:2 პერიშიჩი (90)

დანია-პერუ 1:0
გოლი: 1:0 პოულსენი (59)

დანია-ავსტრალია 1:1
გოლები: 1:0 ერიქსენი (7), 1:1 იედინაკი (38-პენ)

საფრანგეთი-დანია 0:0

სტატისტიკა
გატანილი გოლები: 7 – 2
გაშვებული გოლები: 1 – 1
დარტყმები: 39 – 25
ზუსტი დარტყმები: 9 (23%) – 9 (36%)
კუთხური: 13 – 14
თამაშგარე: 5 – 5
პასები: 1358 – 1103
პასების სიზუსტე: 84% – 82%
ჯარიმა: 55 – 35
ყვითელი ბარათი: 8 – 5
წითელი ბარათი: 0 – 0

ურთიერთშეხვედრები
– ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში თანაფარდობაა: ხუთ მატჩში ორ-ორი მოგება და ერთი ფრე.
– დანია და ხორვატია დიდ ტურნირზე მხოლოდ ერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს – ევროპის 1996 წლის ჩემპიონატზე, ჯგუფში ხორვატიამ 3:0 მოიგო.

საინტერესო ფაქტები
– ხორვატიას მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსიდან ხუთი მატჩი აქვს მოგებული ევროპული გუნდებისთვის. ერთადერთი მარცხი ჰქონდა 1998 წელს, ნახევარფინალში საფრანგეთთან.
– ხორვატიამ ამ ჩემპიონატზე თავისი შვიდი გოლიდან ექვსი მეორე ტაიმში გაიტანა.
– ხორვატიამ ბოლო ექვსი დარტყმიდან ხუთი გოლი გაიტანა.
– ხორვატიამ ბოლო ექვსი ამხანაგური მატჩიდან ხუთი მოიგო. ერთადერთი წაგება 3 ივნისს „ენფილდზე“ ბრაზილიასთან ჰქონდა – 0:2.
– დანიას 18-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (+9=9-0), რაც ეროვნული რეკორდია. ბოლო მარცხი 2016 წლის ოქტომბრით თარიღდება – 0:1 მონტენეგროსთან.
– დანიას ბოლო შვიდი მატჩიდან ექვსში გოლი არ გაუშვია.
– დანიას ხუთიდან ოთხ შემთხვევაში გაუღწევია მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში, მეოთხედფინალში კი მხოლოდ ერთხელ ყოფილა – 1998 წელს (დამარცხდა ბრაზილიასთან – 2:3).
– კრისტიან ერიქსენმა ყველაზე მეტი ირბინა ჯგუფურ ეტაპზე – 36 კმ.
– კრისტიან ერიქსენმა ბოლო 16 მატჩში 18 გოლში მიიღო მონაწილეობა – 13 გოლი და ხუთი საგოლე პასი.
– კასპერ შმეიხელმა ჯგუფურ ეტაპზე 13-დან 12 დარტყმა მოიგერია და ერთადერთი გოლი გაუშვა, ისიც პენალტით.

რა თქვეს მწვრთნელებმა
ზლატკო დალიჩი (ხორვატია):
„არ ვიჩქარებთ და დაველოდებით ჩვენს შანსს. ამ მატჩში ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული. ჭკუით უნდა ვითამაშოთ, ემოციების გარეშე. მოედანზე ცივი გონებით უნდა გავიდეთ და სიფრთხილე გამოვიჩინოთ. მაგრამ მე დიდი ოპტიმისტი ვარ და ძალიან მჯერა ჩემი გუნდის.
მიხარია, რომ ბევრი ადამიანი ჩემპიონატის მოგებას გვიწინასწარმეტყველებს. მაგრამ, ჩვენი ფინალი ხვალ არის. გულშემატკივრების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დავპირდით ხორვატიის მოსახლეობას, რომ ამ ზაფხულს სიამოვნებას მიიღებდნენ ფეხბურთისგან“.

ოგე ჰარეიდე (დანია):
„არ მოგიყვებით, თუ ვინ იქნება ძირითად შემადგენლობაში. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ყველა მოთამაშე მზად არის. კრისტიანმა შესანიშნავად ჩაატარა ტურნირი, მას აქვს ბევრის მიღწევის შესაძლებლობა. ერიქსენი მოდრიჩის წინააღმდეგ – მაყურებლისთვის ეს მომხიბვლელი უნდა იყოს. ჩვენ დღეს ისტორიას ვწერთ დანიური ფეხბურთისთვის“.

სავარაუდო შემადგენლობები
ხორვატია: სუბაშიჩი – ვრსალკო, ლოვრენი, ვიდა, სტრინიჩი – რაკიტიჩი, ბადელი – რებიჩი, მოდრიჩი, პერიშიჩი – მანჯუკიჩი.
დანია: შმეიხელი – ლარსენი, კრისტენსენი, კიაერი, დალსგაარდი – შიონე, დილეინი, ერიქსენი – სისტო, იორგენსენი, პოულსენი.

 

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android  iOS

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!