ესპანეთი-რუსეთი
1 ივლისი. მოსკოვი. სტადიონი „ლუჟნიკი“. დასაწყისი 18:00
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)
ეს არის მერვედფინალის ერთ-ერთი წყვილი, სადაც აშკარად არის გამოკვეთილი ფავორიტი და აუთსაიდერი.
ესპანელებმა პირველი ადგილი დაიკავეს საკუთარ ჯგუფში, თუმცა, ამ გუნდის გზა ისეთი დამაჯერებელი არ ყოფილა, როგორც პროგნოზისტები ელოდნენ. შესაძლოა, ესპანეთზე იმოქმედა მწვრთნელის შეცვლამ ტურნირის დაწყებამდე ერთი დღით ადრე.
ჩემპიონატის მასპინძელმა, თავის მხრივ, მერვედფინალში თამაშის უფლება პირველი ორი ტურის შემდეგ მოიპოვა, რასაც მესამე ტურში ურუგვაისთან (0:3) სამარცხვინო წაგება მოჰყვა.
ახალი ამბები
ესპანეთი ძირითად შემადგენლობაში დააყენებს დავიდ დე ხეას – მეკარის მისამართით დიდი კრიტიკის მიუხედავად.
მარკო ასენსიომ, შესაძლოა, დავიდ სილვა შეცვალოს.
რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში დაბრუნდება ალექსანდრ გოლოვინი, რომელსაც ურუგვაის წინააღმდეგ არ უთამაშია.
წინა მატჩები
რუსეთი-საუდის არაბეთი 5:0
გოლები: 1:0 გაზინსკი (12), 2:0 ჩერიშევი (43), 3:0 ძიუბა (71), 4:0 ჩერიშევი (90+1), 5:0 გოლოვინი (90+4)
რუსეთი-ეგვიპტე 3:1
გოლები: 1:0 ფათჰი (47-საკ. კარში), 2:0 ჩერიშევი (59), 3:0 ძიუბა (62), 3:1 სალაჰი (73-პენ)
ურუგვაი-რუსეთი 3:0
გოლები: 1:0 სუარესი (10), 2:0 ჩერიშევი (23-საკ. კარში), 3:0 კავანი (90)
ესპანეთი-პორტუგალია 3:3
გოლები: 0:1 რონალდუ (4-პენალტით), 1:1 დიეგო კოშტა (24), 1:2 რონალდუ (44), 2:2 დიეგო კოშტა (55), 3:2 ნაჩო (58), 3:3 რონალდუ (88)
ირანი-ესპანეთი 0:1
გოლი: 0:1 დიეგო კოშტა (54)
ესპანეთი-მაროკო 2:2
გოლები: 0:1 ბუტაიბი (14), 1:1 ისკო (19), 1:2 ელ-ნესირი (81), 2:2 იაგო ასპასი (90+1)
სტატისტიკა
გატანილი გოლები: 6 – 8
გაშვებული გოლები: 5 – 4
დარტყმები: 45 – 27
ზუსტი დარტყმები: 12 (27%) – 11 (41%)
კუთხური: 18 – 15
თამაშგარე: 5 – 5
პასები: 2294 – 1037
პასების სიზუსტე: 91% – 80%
ჯარიმა: 29 – 51
ყვითელი ბარათი: 1 – 3
წითელი ბარათი: 0 – 1
ურთიერთშეხვედრები
– საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთს არასოდეს დაუმარცხებია ესპანეთი (+0=2-4).
– გუნდებმა ბოლო მატჩი შარშან, ნოემბერში ჩაატარეს – ამხანაგური შეხვედრა 3:3 დასრულდა.
– ესპანეთმა რუსეთს ბოლო სამ მატჩში 10 გოლი გაუტანა.
საინტერესო ფაქტები
– ესპანეთს 23-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (+15=8-0) და ყველა მატჩში გუნდმა მინიმუმ ერთი გოლი გაიტანა.
– 2006 წლიდან მოყოლებული, ესპანეთს დიდ ტურნირებზე 33-დან 32 მატჩში ბურთის ფლობა მინიმუმ 50 პროცენტი ჰქონდა. გამონაკლისი იყო ევრო 2008-ის ფინალი გერმანიასთან – 46 პროცენტი.
– ანდრეს ინიესტა დიდ ტურნირებზე 30-ე შეხვედრას ჩაატარებს.
– ინიესტას დიდ ტურნირებზე ერთი გოლი აქვს გატანილი – მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ფინალში. ფეხბურთელმა ჯამში 32 დარტყმა გააფუჭა.
– ისკოს ნაკრების ბოლო 15 მატჩში 12 გოლში აქვს მიღებული მონაწილეობა – 10 გოლი და 2 პასი.
– დავიდ დე ხეამ ჯგუფურ ეტაპზე ექვსი დარტყმიდან ხუთი გაუშვა.
– იაგო ასპასს ნაკრებში 382 წუთი აქვს ნათამაშები და უკვე 6 გოლი დააგროვა.
– რუსეთს დიდი ტურნირების პლეი ოფში მხოლოდ ერთხელ უთამაშია – ევრო 2008-ზე ნახევარფინალამდე მივიდა.
– რუსეთს (სსრკ-ს) მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფში ბოლო მოგება 1966 წელს აქვს მოპოვებული.
– რუსეთს ამ ჩემპიონატზე ყველაზე მეტი საჰაერო დუელი აქვს მოგებული – 67. ეს 23-ით მეტია მეორე ადგილზე გასულ გუნდზე.
– რუსეთს მხოლოდ ერთი “მშრალი” მატჩი აქვს ბოლო 13 შეხვედრაში.
რა თქვეს მწვრთნელებმა
ფერნანდო იერო (ესპანეთი):
„გადავუვლით თუ არა რუსეთს? შეგიძლიათ არ ინერვიულოთ – ბოლომდე დავიხარჯებით. ჩემი ბიჭები მიჩვეულები არიან დიდ სტადიონებზე თამაშს და კარგად აქვთ გაცნობიერებული ამ მატჩის მნიშვნელობა“.
სტანისლავ ჩერჩესოვი (რუსეთი):
„1991 წლის გაზაფხულზე, “სპარტაკი” “ლუჟნიკებზე” “რეალს” ეთამაშებოდა. მე კარში ვიდექი, იერო – “რეალში” თამაშობდა. მაშინაც და ახლაც, ესპანელები ფავორიტები იყვნენ. იერო შესანიშნავი ფეხბურთელი იყო, ახლა კი შესანიშნავი ხელმძღვანელია. მაგრამ, “ლუჟნიკი” სულ სხვანაირი იყო, და ამინდიც განსხვავდებოდა. ჩვენ შევძელით გაგვეკეთებინა ის, რისიც არავის სჯეროდა. ახლა გვაქვს შანსი, გავიმეოროთ იგივე“.
სავარაუდო შემადგენლობები
ესპანეთი: დე ხეა – დანიელ კარვახალი, პიკე, სერხიო რამოსი, ჟორდი ალბა – ბუსკეტსი, კოკე, ინიესტა, ისკო – დიეგო კოშტა, იაგო ასპასი.
რუსეთი: აკინფეევი – ფერნანდეში, კუტეპოვი, იგნაშევიჩი, ჟირკოვი – ზობნინი, კუზიაევი – სამედოვი, გოლოვინი, ჩერიშევი – ძიუბა.
გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android iOS
და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!