1/8 ფინალი. ბელგია-იაპონია - მატჩის ანონსი
1/8 ფინალი. ბელგია-იაპონია - მატჩის ანონსი

ბელგია-იაპონია
2 ივლისი. როსტოვი. სტადიონი „როსტოვ-არენა“. დასაწყისი 22:00
მსაჯი: მალანგ დედიუ (სენეგალი)

ეს არის ერთ-ერთი მერვედფინალური წყვილი, სადაც, ერთი შეხედვით, იოლია გამარჯვებულის წინასწარმეტყველება.
აზიური გუნდი შეიძლება პლეი ოფის მონაწილეებს შორის ყველაზე სუსტად მივიჩნიოთ, რადგან ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ერთხელ მოიგო და ისიც 87 წუთი ათი კაცით მოთამაშე კოლუმბიასთან.

გერმანიის, პორტუგალიის, არგენტინისა და ესპანეთის გავარდნის შემდეგ, ბელგია მსოფლიოს ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ხდება. თუმცა, ბელგიელებს ჯერ საკუთარი ძალა არ უჩვენებიათ – პანამა და ტუნისი ვერ ივარგებენ საზომად, ინგლისთან მატჩი კი ამ მხრივ საჩვენებელი არ ყოფილა.

ახალი ამბები
ბელგიელთა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა დაადასტურა, რომ რომელუ ლუკაკუ სრულად გამოჯანმრთელდა.
ასევე შეუძლიათ ტომას ვერმალენსა და ვენსან კომპანის დერდიკ ბოიატას შეცვლა დაცვის ცენტრში.
იაპონიის ძირითადში, შესაძლოა, დაბრუნდნენ მაკოტო ჰასებე, ტაკაში ინუი და იუია ოსაკო, რომლებიც წინა მატჩში სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ.
ფორვარდ შინჯი ოკაზაკის თამაში ეჭვქვეშაა.

წინა მატჩები
ბელგია-პანამა 3:0
გოლები: 1:0 მერტენსი (47), 2:0 ლუკაკუ (69), 3:0 ლუკაკუ (75)

ბელგია-ტუნისი 5:2
გოლები: 1:0 ე. აზარი (6), 2:0 ლუკაკუ (16), 2:1 ბრონი (18), 3:1 ლუკაკუ (45+3), 4:1 ე. აზარი (51), 5:1 ბატშუაი (90), 5:2 ხაზრი (90+3)

ინგლისი-ბელგია 0:1
გოლი: იანუზაი (51)

კოლუმბია-იაპონია 1:2
გოლები: 0:1 კაგავა (6-პენ), 1:1 კინტერო (39), 1:2 ოსაკო (73)

იაპონია-სენეგალი 2:2
გოლები: 0:1 მანე (11), 1:1 ინუი (34), 1:2 ვაგე (71), 2:2 ჰონდა (78)

იაპონია-პოლონეთი 0:1
გოლი: 0:1 ბედნარეკი (59)

სტატისტიკა
გატანილი გოლები: 9 – 4
გაშვებული გოლები: 2 – 4
დარტყმები: 53 – 31
ზუსტი დარტყმები: 22 (42%) – 12 (39%)
კუთხური: 16 – 13
თამაშგარე: 5 – 4
პასები: 1568 – 1571
პასების სიზუსტე: 87% – 86%
ჯარიმა: 43 – 28
ყვითელი ბარათი: 5 – 4
წითელი ბარათი: 0 – 0

ურთიერთშეხვედრები
– წინა 5 დაპირისპირებიდან, ბელგიას იაპონიისთვის მხოლოდ ერთი აქვს მოგებული (+1=2-2). მათი ბოლო შეხვედრა 2017 წლის ნოემბერში ბელგიამ 1:0 მოიგო რომელუ ლუკაკუს გოლით.
– მსოფლიოს ჩემპიონატზე ეს გუნდები ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს – 2002 წელს, ჯგუფში მატჩში 2:2 დასრულდა.

საინტერესო ფაქტები
– ბელგია 22 მატჩია არ მარცხდება. ბოლო წაგება 2016 წლის სექტემბერით არის დათარიღებული;
– ბელგია ბოლო შვიდი შესაძლებლიდან მეექვსედ გავიდა პლეი ოფში. აქამდე გუნდი მხოლოდ ორჯერ იყო მეოთხედფინალში – 1986 და 2014 წლებში;
– ბელგიამ ჯგუფში სამივე შეხვედრა მოიგო და ყველაზე მეტი გოლი გაიტანა – 9;
– ბელგიამ ბოლო სამი მატჩიდან ორში “მშრალად” შეინახა საკუთარი კარი – იმდენჯერ, რამდენჯერაც ბოლო 11 მატჩში ერთად აღებული;
– ბელგიას პლეი ოფში 11 მატჩი უთამაშია და არასოდეს შეუნახავს საკუთარი კარი “მშრალად” (+2=1-9);
– იაპონიას პლეი ოფში არასოდეს მოუგია მატჩი და არც გოლი გაუტანია;
– იაპონიას მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპული გუნდების წინააღმდეგ ცხრა მატჩში ორი მოგება აქვს.

რა თქვეს მწვრთნელებმა

აკირო ნისინო (იაპონია):
„ბელგია – ამ ჩემპიონატის სამი საუკეთესო გუნდიდან ერთ-ერთია, ჩვენ კი რეიტინგში 61-ე ადგილი გვაქვს. ჩემმა გუნდმა მაქსიმალურად კრეატიულად უნდა იმუშაოს მინდორზე, ამასთან, ერთ გუნდად უნდა დავრჩეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი გამოგვივა. ტურნირის დაწყების შემდეგ, ფეხბურთელებმა უფრო კარგად იგრძნეს ერთმანეთი, მაგრამ, ახლა, ახალი გამოწვევა გველოდება“.

რობერტო მარტინესი (ბელგია):
„ცოტა ხნის წინ, იაპონიას ამხანაგური მატჩი ვეთამაშეთ. ამ გუნდს დიდი ენერგიისა და პოტენციალის მქონე ფეხბურთელები ჰყავს. რთულ მატჩს ველოდები, რომელიც გამუდმებულ კონცენტრაციას მოითხოვს. მეტოქისადმი პატივისცემა გვაქვს და ვაცნობიერებთ, რომ თამაში შეიძლება 90 წუთზე მეტ ხანს გაგრძელდეს. თუმცა, შევეცდებით აქამდე არ მივიყვანოთ საქმე“.

სავარაუდო შემადგენლობები
ბელგია: კურტუა – ვერტონგენი, კომპანი, ალდერვეირელდი – ვიტცელი, დე ბრუინი, კარასკო, მონიე – მერტნესი, აზარი – ლუკაკუ.
იაპონია: კავაშიმა – საკაი, იოშიდა, შოჯი, ნაგატომო – ჰასებე, შიბასაკი – ჰარაგუჩი, კაგავა, ინუი – ოსაკო.

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android  iOS

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!