1/4 ფინალი. ურუგვაი-საფრანგეთი - მატჩის ანონსი
ურუგვაი-საფრანგეთი
6 ივლისი. ნიჟნი ნოვგოროდი. სტადიონი “ნიჟნი ნოვგოროდი”. დასაწყისი 18:00
მსაჯი: ნესტორ პიტანა (არგენტინა)
დიდია იმის ალბათობა, რომ შეხვედრას გამოტოვებს ურუგვაელთა ფორვარდი ედინსონ კავანი. მას კრისტიან სტუანი შეცვლის.
ფრანგებს არ ეყოლებათ დისკვალიფიცირებული ბლეზ მატუიდი და დიდიე დეშამი მის ნაცვლად კორენტენ ტოლისოს დააყენებს.
ურუგვაის გზა 1/4 ფინალამდე
ეგვიპტე-ურუგვაი 0:1
გოლი: 0:1 ხიმენესი (89)
ურუგვაი-საუდის არაბეთი 1:0
გოლი: 1:0 სუარესი (23)
ურუგვაი-რუსეთი 3:0
გოლები: 1:0 სუარესი (10), 2:0 ჩერიშევი (23-საკ. კარში), 3:0 კავანი (90)
ურუგვაი-პორტუგალია 2:1
გოლები: 1:0 კავანი (7), 1:1 პეპე (55), 2:1 კავანი (62)
საფრანგეთის გზა 1/4 ფინალამდე
საფრანგეთი-ავსტრალია 2:1
გოლები: 1:0 გრიზმანი (58-პენ), 1:1 იედინაკი (62-პენ), 2:1 ბეჰიჩი (81-საკ. კარში)
საფრანგეთი-პერუ 1:0
გოლი: 1:0 მბაპე (34)
საფრანგეთი-დანია 0:0
საფრანგეთი-არგენტინა 4:3
გოლები: 1:0 გრიზმანი (13-პენ), 1:1 დი მარია (41), 1:2 მერკადო (48), 2:2 პავარი (57), 3:2 მბაპე (64), 4:2 მბაპე (68), 4:3 აგუერო (90+3)
სტატისტიკა
გატანილი გოლები: 7 – 7
გაშვებული გოლები: 1 – 4
დარტყმები: 50 – 45
ზუსტი დარტყმები: 18 (36%) – 17 (38%)
კუთხური: 14 – 12
თამაშგარე: 2 – 1
პასები: 1870 – 1907
პასების სიზუსტე: 85% – 84%
ჯარიმა: 46 – 58
ყვითელი ბარათი: 1 – 6
წითელი ბარათი: 0 – 0
ურთიერთშეხვედრები
– ეს გუნდები რვაჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და საფრანგეთს უარყოფითი ბალანსი აქვს (+1=4-3). ბოლო შეხვედრა 2013 წელს, მონტევიდეოში ურუგვაიმ 1:0 მოიგო ლუის სუარესის გოლით. ეს იყო ამხანაგური მატჩი.
– ერთადერთი შეხვედრა საფრანგეთმა 1985 წელს, პარიზში მოიგო – 2:0.
– საფრანგეთს მსოფლიოს ჩემპიონატზე არასოდეს მოუგია ურუგვაისთვის (+0=2-1) და მხოლოდ ერთხელ გაუტანა.
– ამ გუნდების ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი – 0:0 დასრულდა. მათ შორის, ორი თამაში მსოფლიოს ჩემპიონატზე – 2002 და 2010 წლების ჯგუფურ ეტაპზე.
საინტერესო ფაქტები
– ურუგვაის ზედიზედ 7 მოგება აქვს და ამ სერიისას, მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.
– ურუგვაის შეუძლია ჯამში მეხუთედ და ბოლო სამ ტურნირზე მეორედ გავიდეს ნახევარფინალში .
– ურუგვაიმ ბოლოს მეოთხედფინალურ ეტაპზე 1966 წელს წააგო (გერმანიასთან – 0:4).
– ფერნანდო მუსლერამ ამ ჩემპიონატზე სამჯერ შეინახა კარი “მშრალად” და ჯამში 10 დარტყმა მოიგერია.
– საფრანგეთს შეუძლია 12-წლიანი პაუზის შემდეგ, ისევ გავიდეს ნახევარფინალში.
– საფრანგეთს მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაუგია ზედიზედ 9 მატჩი სამხრეთამერიკული გუნდების წინააღმდეგ (+5=4-0). აქედან შვიდ მატჩში “მშრალად” შეინახა საკუთარი კარი.
– ანტუან გრიზმანს 12 ზუსტი დარტყმა აქვს ამ ტურნირზე, მაგრამ მხოლოდ 2 გოლი გაიტანა – ორივე პენალტით.
– საფრანგეთი არ აგებს მატჩს, როცა გრიზმანს გოლი გააქვს (+17=2-0).
რა თქვეს მწვრთნელებმა
ოსკარ ტაბარესი (ურუგვაი):
“ვნახოთ, რა იქნება საფრანგეთთან მატჩში. არსებობს სიმღერა: “ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ ფავორიტები, ყოველთვის სხვების უკან ვიდექით”. ეს ჩვენი ეროვნული სიმღერაა, ჩვენი დევიზი. ვამაყობთ ამით და არ გვრცხვენია. ვიქნებით ოპტიმისტები და გვჯერა, რომ საფრანგეთის შემდეგ, კიდევ ორ მატჩს ვითამაშებთ.
კავანის ტრავმა, რა თქმა უნდა, იმედგაცრუება იყო. ის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩვენთვის. ტრავმის შემდეგ, მან მონდომებით დაიწყო მუშაობა აღდგენაზე. ის კონცენტრირებულია თავის ოცნებებზე და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. 24 საათის შემდეგ გაიგებთ, ითამაშებს თუ არა კავანი“.
დიდიე დეშამი (საფრანგეთი):
“ურუგვაის ნაკრები ძალიან განსხვავდება არგენტინისგან. მოთმინება გვმართებს. მეტოქეს კარგად ორგანიზებული დაცვა ჰყავს და ძალიან ცოტა გოლს უშვებს. გარდა ამისა, შესანიშნავად თამაშობს კონტრშეტევებზე. ბენტანკური კარგად იწყებს შეტევებს, კავანი და სუარესი კი ასრულებენ საქმეს. ურუგვაიმ შვიდი გოლიდან ხუთი სტანდარტულებიდან გაიტანა. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ”.
სავარაუდო შემადგენლობები
ურუგვაი: მუსლერა – კასერესი, ხიმენესი, გოდინი, ლაქსალტი – ნანდესი, ტორეირა, ვესინო, ბენტანკური – სუარესი, სტუანი.
საფრანგეთი: ლორისი – პავარი, ვარანი, უმტიტი, ერნანდესი – კანტე, პოგბა – მბაპე, გრიზმანი, ტოლისო – ჟირუ.