1/4 ფინალი. შვედეთი-ინგლისი - მატჩის ანონსი
1/4 ფინალი. შვედეთი-ინგლისი - მატჩის ანონსი

შვედეთი-ინგლისი
7 ივლისი. სამარა. სტადიონი “სამარა-არენა“. დასაწყისი 18:00
მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

შვედეთის ნაკრების მარჯვენა მცველი მიკაელ ლუშტიგი დისკვალიფიცირებულია და მას ემილ კრაფტი შეცვლის.
დისკვალიფიკაცია მოიხადა ნახევარმცველმა სებასტიან ლარსონმა და ძირითადში დაბრუნდება.
დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის ინგლისელთა ფორვარდის ჯეიმი ვარდის თამაში, რომელმაც კოლუმბიასთან მატჩში მიიღო ტრავმა.

შვედეთის გზა 1/4 ფინალამდე
შვედეთი-ს. კორეა 1:0
გოლი: 1:0 გრანკვისტი (65-პენ)

შვედეთი-გერმანია 1:2
გოლები: 1:0 ტოივონენი (32), 1:1 როისი (48), 1:2 კროოსი (90+5)

შვედეთი-მექსიკა 3:0
გოლები: 1:0 აუგუსტინსონი (50), 2:0 გრანკვისტი (62-პენ), 3:0 ალვარესი (74-საკ. კარში)

შვედეთი-შვეიცარია 1:0
გოლი: 1:0 ფორსბერგი (66)

ინგლისის გზა 1/4 ფინალამდე
ინგლისი-ტუნისი 2:1
გოლები: 1:0 კეინი (11), 1:1 სასი (35-პენ), 2:1 კეინი (90+1)

ინგლისი-პანამა 6:1
გოლები: 1:0 სტოუნზი (8), 2:0 კეინი (22-პენ), 3:0 ლინგარდი (36), 4:0 სტოუნზი (40), 5:0 კეინი (45+1-პენ), 6:0 კეინი (62), 6:1 ბალოი (78)

ინგლისი-ბელგია 0:1
გოლი: იანუზაი (51)

ინგლისი-კოლუმბია 1:1 პენ. 4:3
გოლები: 1:0 კეინი (57-პენ), 1:1 მინა (90+3)

სტატისტიკა
გატანილი გოლები: 6 – 9
გაშვებული გოლები: 2 – 4
დარტყმები: 48 – 58
ზუსტი დარტყმები: 18 (38%) – 17 (29%)
კუთხური: 15 – 24
თამაშგარე: 4 – 11
პასები: 1113 – 2140
პასების სიზუსტე: 77% – 89%
ჯარიმა: 55 – 46
ყვითელი ბარათი: 6 – 4
წითელი ბარათი: 0 – 0

ურთიერთშეხვედრები
– ეს გუნდები 24-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. შვედეთმა მოიგო 7, ინგლისმა – 8, 9 მატჩი ფრედ დასრულდა.
– ორი შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიმართა: 2002 წელს – 1:1, 2006 წელს – 2:2.
– ბოლო შეხვედრა 2012 წლის ნოემბერით თარიღდება – შვედეთმა 4:2 მოიგო და იმ მატჩში პოკერი შეასრულა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა.

საინტერესო ფაქტები
– შვედეთი პირველად არის მეოთხედფინალში 1994 წლის შემდეგ.
– შვედეთი ოთხჯერ ყოფილა მეოთხედფინალში და აქედან სამჯერ ნახევარფინალში გავიდა (1938, 1958 და 1994).
– შვედეთის ნაკრებს ამ ჩემპიონატზე იმდენი გოლი აქვს გატანილი, რამდენიც ჰარი კეინს.
– შვედეთს მსოფლიოს ჩემპიონატებზე ბოლო 14 გოლიდან 11 მეორე ტაიმში აქვს გატანილი, მათ შორის, ექვსიდან ხუთი რუსეთში.
– მარკუს ბერგმა განვლილ 4 მატჩში 13 დარტყმა შეასრულა – ეს საუკეთესო მაჩვენებელია იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებსაც ჩემპიონატზე გოლი არ გაუტანიათ.
– ინგლისი მეცხრედ თამაშობს მეოთხედფინალში. წინა რვა შემთხვევიდან მხოლოდ ორჯერ შეძლო ნახევარფინალში გასვლა (1966, 1990).
– ინგლისმა დიდ ტურნირებზე პლეი ოფის მატჩი ბოლო 2006 წელს მოიგო.
– ინგლისი ერთადერთი მეოთხედფინალისტია, რომელსაც ჯერ “მშრალად” არ შეუნახავს კარი.
– ჰარი კეინმა ექვსჯერ დაარტყა კარში ზუსტად და ექვსივე გაიტანა.

რა თქვეს მწვრთნელებმა
იანე ანდერსონი (შვედეთი):
“ზოგიერთი მწვრთნელი ამჯობინებს იმის თქმას, რომ მისი გუნდის ამოხსნა რთულია. შვედეთის ნაკრებზე ლაპარაკისას, ასე არ მგონია. არ ვიცი, აღგვიქვამენ თუ არა სერიოზულად, მაგრამ გვჯერა საკუთარი თავის. არ ვაპირებთ მეტოქისთვის რაიმე სიურპრიზის მოწყობას. უბრალოდ, თანმიმდევრულები ვართ”.

გარეტ საუტგეიტი (ინგლისი):
“ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ვართ ტურნირზე. მაგრამ ვპროგრესირებთ და საკუთარ ისტორიას ვწერთ. ბოლოს და ბოლოს, ინგლისმა ბოლო 10 წელიწადში პირველად მოიგო პლეი ოფის მატჩი. და პირველად გაიმარჯვა მსოფლიოს ჩემპიონატზე პენალტების სერიაში. 1990 წლის შემდეგ არ გვითამაშია ნახევარფინალში. ძალიან ამბიციურები ვართ და ხვალ მოგება გვინდა”.

სავარაუდო შემადგენლობები
შვედეთი: ოლსენი – კრაფტი, ლინდელოფი, გრანკვისტი, აუგუსტინსონიფორსბერგი, ეკდალი, სვენსონი, კლასონი – ტოივონენი, ბერგი.
ინგლისი: პიკფორდიმაგუაიერი, სტოუნზი, უოკერი – ჰენდერსონი – იანგი, ალი, ლინგარდი, ტრიპიერი, სტერლინგი – კეინი.

ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!