ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მოქმედ ჩემპიონ „გოლდენ სტეიტ ვორიორზს“ პრობლემები აქვს. გუნდის ლიდერის, სტეფ კარის არყოფნაში „ვორიორზს“ ზედიზედ 4 წაგება დაუგროვდა.
ბოლო წლების მანძილზე ეს სტივ კერის გუნდისთვის ყველაზე ცუდი პერიოდია. უკანასკნელი შეხვედრა ოკლენდელებმა „ორაკლ არენაზე“ „ოკლაჰომა სიტისთან“ 28 ქულის სხვაობით, 95-123 წააგეს. სტივ კერის გუნდი დასავლეთ კონფერენციაში ჯერჯერობით 12 მოგებითა და 7 წაგებით მეხუთე ადგილზე იმყოფება.