შემდგარი ტრანსფერები
* პორტუგალიელი ვეტერანი პეპე „პორტუს“ ფეხბურთელი გახდა. კონტრაქტი ორწლიანია. პეპე 2004-07 წლებში თამაშობდა „დრაკონების“ რიგებში და ახლა, 35 წლის ასაკში ისევ უერთდება ამ გუნდს. პეპეს წინა კლუბი „ბეშიქთაში“.
* „ტულუზას“ 19 წლის უნივერსალი, ჟან-კლერ ტოდიბო ამ სეზონის დასრულების შემდეგ „ბარსელონაში“ გადავა. კონტრაქტი ოთხწლიანი იქნება, კატალონელები ფეხბურთელს უფასოდ მიიღებენ, რადგან ფრანგს კონტრაქტი უმთავრდება.
ჭორები
* „არსენალის“ სომეხ ნახევარმცველს, ჰენრიხ მხითარიანს კლუბის შეცვლას უწინასწარმეტყველებენ. ფეხბურთელი ტრანსფერის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ლონდონური კლუბი შეიძენს დენის სუარესს, – წერს The Sun. ადრე „არსენალის“ ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ მზად არის „ბარსელონას“ ფეხბურთელში 15.6 მილიონი ევრო გადაიხადოს.
* Metro დარწმუნებულია, რომ იანიკ კარასკო ჩინეთს დატოვებს. ბელგიის ნაკრების 25 წლის ნახევარმცველით დაინტერესებულნი „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „არსენალი“ არიან. ფეხბურთელი უფრო კარიერის გაგრძელების ლონდონური ვარიანტისკენ იხრება. ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებად 20 მილიონ ევროს ასახელებენ.
* მადრიდის „რეალს“ უკვე ამ ზამთარში აინტერესებს “ჯენოადან” კშიშტოფ პიონტეკის იჯარა.
* ტიმო ვერნერის პიროვნება უკვე დიდი ხანია აინტერესებთ ტოპ-კლუბებს, მაგრამ Bild-ის აზრით, ყველაზე ახლოს „ლაიპციგის“ ფორვარდის ტრანსფერთან „ბაიერნი“ და „დორტმუნდი“ არიან.
* AS-მა გაავრცელა კიდევ ერთი ჭორი მადრიდის „რეალის“ სავარაუდო ტრანსფერების შესახებ. ესპანური გამოცემაში დარწმუნებულნი არიან, რომ ზაფხულში ფლორენტინო პერესი კრისტიან ერიქსენის შეძენას შეეცდება. დანიელი ფეხბურთელის კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში იწურება, ამიტომაც „ტოტენჰემი“, რომელიც 250 მილიონ ევროს ითხოვს, უარს არ იტყვის მოლაპარაკებებზე. ზოგიერთი წყაროის ინფორმაციით, ტრანსფერის თანხა 112 მილიონი ევრო იქნება.
* Don Balon-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი უახლოესი 24 საათის განმავლობაში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ედენ აზარს ჩაიყვანს.
* „ბაიერნმა“ „ჩელსის“ საჭირო 39 მილიონი ევრო კალუმ ჰადსონ-ოდოისთვის შესთავაზა.
* Evening Standard-ის ჟურნალისტი საიმონ ჯონსონი დარწმუნებულია, რომ სესკ ფაბრეგასის „მონაკოში“ ტრანსფერის თანხა 11.16 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო ესპანელი 3.5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
* ერთბაშად ორი წყარო – Catalunya Radio და Mundo Deportivo წერს იმის შესახებ, რომ „ბარსელონა“ ამზადებს ტრანსფერს ნეიმარის დასაბრუნებლად. არსებული ინფორმაციით, „ბარსელონას“ მოქმედი სკაუტი ბრაზილიაში ანდრე კიური ამ დღეებში შეხვდა ნეიმარის გარემოცვას – აგენტ პინი ზაჰავისა და ფეხბურთელის მეგობარს ალვარო კოსტას. მხარეებმა ამ შეხვედრაზე, ფეხბურთელის შესაძლო დაბრუნება განიხილეს.
* ალვარო მორატა „ჩელსიდან“ „სევილიაში“ გადავა. ესპანური კლუბი დაინტერესებულია იჯარით, რომლის ღირებულებაა 5.58 მილიონი ევრო.
* დიეგო სიმეონეს უმცროსმა ვაჟმა ჯანლუკა სიმეონემ კონტრაქტი ლა-პლატას „ხიმნასიასთან“ გააფორმა. 20 წლის ფორვარდისა და კლუბის ხელშეკრულება ძალაშია 2021 წლამდეა.
* France Football-მა დაწერა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ კალიდუ კულიბალის შეძენა ზამთრის სატრანსფერო ბაზრისას სურს. „ნაპოლი“ 27 წლის სენეგალელის 100 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად გაშვებას არ აპირებს.