კიკე სეტიენი - „ბარსელონადან“ წამოსვლის შემდეგ, ტელეფონის ნომერი შევცვალე
კატალონიური გრანდის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიენმა ჟურნალისტებთან ისაუბრა, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება „ბარსელონას“ დატოვების შემდეგ.
„როცა „ბარსელონადან“ წამოვედი, ტელეფონის ნომერი შევცვალე, მაგრამ ქუჩაში დღემდე მაჩერებენ, მესაუბრებიან, ინტერვიუს ჩამორთმევას მთხოვენ, – ციტირებს სეტიენის სიტყვებს Marca, – თუმცა, ვცდილობ, რომ კიკე სეტიენად დავრჩე.
სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ჩვენ თამაშის არაერთი ასპექტი დასაწყისიდანვე უკეთესობისკენ შევცვალეთ. ჩვენ ძირითადად მეტოქის ნახევარზე ვიყავით და ბურთს ვაკონტროლებდით, სხვებზე მეტ პასს ვაკეთებდით. ეს ყველაფერი ობიექტური სტატისტიკაა“, – ამბობს კატალონიელების ყოფილი მთავარი მწვრთნელი.
შეგახსენებთ, რომ კატალონიური გრანდის, თანამედროვე ფეხბურთის სუპერკლუბის კრიზისზე, სწორედ კიკე სეტიენის მწვრთნელობის პერიოდში ალაპარაკდნენ, რასაც ამ აუკანასკნელის თანამდებობიდან წასვლა მოჰყვა.