შერეული ორთაბრძოლების ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონი, კაინ ველასკესი დიდ სპორტში ბრუნდება. როგორც ცნობილი გახდა, პარასკევს წარმოშობით მექსიკელმა მებრძოლმა UFC-თან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ველასკესის დაბრუნება 17 თებერვალს არის ჩანიშნული. კაინის (14-2) მეტოქე, რეიტინგის მეოთხე ნომერი, ფრანცის ნგანოუ (12-3) იქნება.
შეგახსენებთ, რომ ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი UFC-ში ორ წელზე მეტია არ გამოჩენილა. უკანასკნელი ბრძოლა მან 2016 წლის ივლისში, ტრევის ბრაუნთან გამართა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. 2017 წელს კი ველასკესმა ზურგზე ოპერაცია გადაიტანა.