რუსუდან მანჯგალაძე
რუსუდან მანჯგალაძე
მედიის ბლოკის ხელმძღვანელი

 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელოვნობო მეცნიერებათა მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე, სადოქტორო პროგრამაზე „კულტურა მედიაში“, მედიისა და კომუნიკაციების დოქტორანტურაში.

რუსუდან მანჯგალაძის ჟურნალისტური მუშაობა იწყება1999 წელს, საზოგადოებრივ მაუწყებელში, გადაცემა „ალიონის“ უშტატო კორესპონდენტად. ის იყო საზოგადოებრივი მაუწყებელის სხვადასხვა გადაცემის ჟურნალისტი, წამყვანი, პროდიუსერი. 2005-2008 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „იმედში“. 2013 წლიდან ის გახდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გენ. პროდიუსერი, შემდეგ კი საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო არხების ხელმძღვანელი.