„აქტუალური შაბათი“ მაკა ცინცაძესთან ერთად - 30 სექტემბერი, 2023 #LIVE
- ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ყველაზე დიდი დაპირისპირება კულმინაციას აღწევს. ნიკა მელია ახალ მოკავშირეებს ეძებს, ხაბეიშვილის ფლანგი კი ძველ ახალ პარტნიორთან მენეჯმენტს იყოფს. როგორ დალაგდება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის პარტიული ფიგურები პოლიტიკურ დაფაზე;
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შესაძლო დესტაბილიზაციის საქმეს იძიებს. გამოკითხულთა შორის სერბეთის სამი მოქალაქეა – ვის ინტერესშია არეულობა ქვეყანაში?
- პრეზიდენტი უნებართვო ვიზიტების სერიას აგრძელებს – კანონის ენა და ზურაბიშვილის პოლიტიკური აქცენტები. #აქტუალურშაბათში
- სტუმრები: ალექსანდრე რაქვიაშვილი – „გირჩი“, პარლამენტის წევრი; სერგო ჩიხლაძე – პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი; ირაკლი ქადაგიშვილი – „ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.