„აქტუალური შაბათი“ მაკა ცინცაძესთან ერთად - 22 ოქტომბერი, 2022 #LIVE
🔴 მკვლელი ნარკოტიკი – შავ ბაზარზე განსაკუთრებით საშიში ნივთიერება კვლავ გამოჩნდა. მძიმე შედეგები და უკონტროლო რისკები. რამდენად ხელმისაწვდომია სახელმწიფო და კერძო სერვისები ნარკოდამოკიდებულთათვის და როგორია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისა და გამკაცრებული კანონმდებლობის შედეგები.
🔴 სტუმრები: გურამ იმნაძე – სოციალური სამართლიანობის ცენტრის, მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი; ზაზა კალანდარიშვილი – ნივთიერებებზე დამოკიდებულების სპეციალისტი, ფსიქოსოციალური სარეაბილიტაციო ცენტრ „გამოსავლის“ პროგრამული ხელმძღვანელი; ეკა ადამია – ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
🔴 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას ჯაბა სამუშია ასრულებს – აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება და პროტესტი. სტუდენტთა ნაწილის მოთხოვნები და სამუშიას პასუხი.
🔴 რა გეგმებით იბარებს უნივერსიტეტს ექვსი თვის ვადით არჩეული რექტორის მოვალეობის შემსრულებელი – ჯაბა სამუშია #აქტუალურიშაბათის კითხვებს უპასუხებს.