ვერიკო სადღობელაშვილი - მავთულხლართი
ვერიკო სადღობელაშვილი - მავთულხლართი

არ ვიცი რატომ მინდა ამ ამბის თქვენთვის გაზიარება ალბათ იმიტომ, რომ აღარავინ დამრჩა  ისეთი ვისაც ჩემი პრობლემების, ჩემი ტკივილის , ჩემი  სიხარულის და ბედნიერების შესახებ მოვუყვები.

მინდა მყავდეს ოჯახი, მაგრამ 2008 წლის ომმა წამართვა ადამიანები ვინც ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი იყო…

ახლაც თვალწინ მიდგას ის დღე, როდესაც იმი დაიწყო მაშინ მედა ჩემი 6 წლის და ეზოში ვთამაშობდით, დედა სახლის საქმეს აკეთებდა, მამა კი სამსახურში იყო, როდესაც ცაზე თვითმფრინავების გუნდი შევნიშნეთ რათქმაუნდა ვერ გავაანალიზე საქმე რაში იყო, მაგრამ რამდენიმე წუთში ყურისწამღები აფეთქების ხმა და მიწის გრგვინვა გაისმა. მამა გააფთრებული მოვარდა შინ, დედაც შეშინებული სახით გამოვარდა სამზარეულოდან მედა ჩემი და ვერ ვხვდებოდით რა ხდებოდა. მამამ ხელი მაგრად ჩამკიდა ჩაგვეხუტა და გვითხრა სწრაფად  უნდა წავიდეთ აქედანო. როდესაც გზაზე გავედით საშინელი ვითარება დაგვხვდა ჯავშან მანქანები და ბომბდამშენები დაუნდობლად ხვევდა ცეცხლის ალში ხვევდა არემარეს. დაბნეულად გარბოდა გაურკვეველი მიმართულებით, მიწაზე მიმოფანტული დაჭრილი ადამიანები შველას ითხოვდნენ. მამა მიხვდა, რომ გზის გაგრძელების შემთხვევაში სიკვდილი გარდაუვალი იყო ამიტომ დამალვა გადაწყვიტა და ახლომდებარე ტყისკენ გვანიშნა. მე წინ გავრბოდი მამას ჩემი და ყავდა გულში ჩაკრული დედა კი ჩვენთან შორიახლოს  მორბოდა და თან თვალები ერთ მოხუც ქალზე რჩებოდა, რომელსაც ახალგაზრდა შვილის სხეული ეჭირა ხელში და  უფალს ევედრებოდა დახმარებას, სწორედ იმდროს როდესაც სამშვიდობოდ უნდა გავსულიყავით ჩვენგან არცთუ ისე შორს აფეთქების ხმა გაისმა და მეც ტალღებმა უმალვე მიწას მიმანარცხა, სასტიკმა ტკივილმა დამიარა სხეულში მაგრამ თავს ძალა დავატანე და წამოვდექი, თვალებში დამიბნელდა ხოლო სხეულში არსებული ტკივილი სულიერმა ტკივილმა შეცვალა, როდესაც დავინახე დედა და ჩემი და უსულგულოდ მიწაზე დაცემულიყვნენ და არ მოძრაობდნენ შემდეგ მამის დაუძლურებული დაძახება მომესმა და მაშინვე ხმის მიმართულებით შევტრიალდი მამის წინ მუხლებზე დავიჩოქე გულში მწვავე ტკივილი ვიგრძენი მამამ ხელის კანკალით ჩამიტენა მუჭში რაღაც და აკანკალებულმა მითხრა, როდესაც ამ მედალიონს  დახედავ გაგახსენდება რომ დედა სულ შენს გვერდით ვიქნებით ახლა კი სწრაფად გაიქეცი. მიჭირდა, მაგრამ მამის დაჟინებული თხოვნით იქაურობას გავეცალე და თხრილში ჩავიმალე, ვხედავდი როგორ დაუნდობლად ხოცავდნენ რუსი ჯარისკაცები მშვიდობიან მოსახლეობად და ტკივილზე ტკივილი მემატებოდა.

არ მახსოვს რა გზა გავიარე ან, როგორ გადავრჩი სულ ის საშინელი სცენები მიტრიალებდა თავში რაც ვნახე. გადავრჩი დიახ ცოცხალი ვარ, მაგრამ გულის და გრძნობების ნახევარი ოჯახთან ერთად ომმა წამართვა და დამიტოვა ის რის დავიწყებასაც ვერასდროს შევძლებ…

მას შემდეგ 8 წელი გავიდა და ამ 8 წლის განმავლობაში ყოველდღე მივდივარ რუსეთის მიერ გავლებულ საზღვართან ვუყურებ მავთულხლართებს და ვიხსენებ იმდროს როცა მავთულხლართების იქეთ ბედნიერად ვცხოვრობდით მედა ჩემი ოჯახი, ვიხსენებ და თან ვნატრობ რომ როდესმე ეს საზღვარი გადავჭრა და ჩემს ძველ სახლში დავბრუნდე რომ კიდევ ერთხელ დავაბიჯო ფეხი იმ ეზოში სადაც 8 წლის წინ ბედნიერად დავდიოდით მე, დედა, მამა და ჩემი პატარა დაიკო….

 

ვერიკო სადღობელაშვილი

15 წლის

ჭალის საჯარო სკოლა