***
ჩვენი თვალები დამშრალ ოაზისებს ჰგავს, ჩვენი სხეულები დაგვალულ ფიგურებს. შეგეძლო არ წასულიყავი, თუმცა შეიძლება არც შეგეძლო. უკვე აღარ ვიცი რას ვცდილობთ და რას ვაკეთებთ. ვდგავართ და დამაშვრალი,მთრთოლვარე ხელებით კანს ვიგლეჯთ. ასე ვაკოწიწებთ გარდასულ დღეებს და გადამხდარ ამბებს.შეგეძლო არ წასულიყავი, თუმცა შეიძლება არც შეგეძლო.
***
ამ ბოლო დროს ვერაფერს ვივიწყებ. ამ ბოლო დროს ყველაფერზე ვფიქრობ. ამ ბოლო დროს ჩემს საძულველ საქმეებსაც კი ვაკეთებ. ასე, ვდგავარ და უსასრულოდ ვაუთოვებ თალხებს. ისე ვაუთოვებ ერთი ნაოჭიც რომ არ დაეტყოს. კედლებს ვაწყდები და მტკივან ხელებს ვისრეს.მლაშე ცრემლებს ვყლაპავ, მერე თავს ვიმშვიდებ.ვფიქრობ, რომ ხვალ გნახავ.
ხვალ თუ არა სხვა დღეს.
***
ჩემი მეგობარი ამბობს, რომ ადამიანები წასვლის შემდეგ სხვა სამყაროში მოგზაურობენ და შემდეგ კიდეც სხვა სამყაროში. უბრალოდ ყველა სხვადასხვა დროს მივდივართ.
შენც ჩაალაგე ბარგი და გაქრი.იცოდე,ძალიან ვბრაზობ.
არ ვიცი, ასე მართლა ფიქრობს, თუ მე მამშვიდებს, მაგრამ მინდა რომ მჯეროდეს. მჯეროდეს სამყაროსი, სადაც გადავრჩებით.
***
შენ რომ წახვედი ყველაფერი მოკვდა, დაჭკნა, ჩამობერდა,დადნა, გაიყინა, განადგურდა, გაირინდა, დაიბურა, დაიფერფლა, დაიბინდა.
***
იქნებ შეგეძლო დარჩენილიყავი _ ჩვენთვის.
ეძღვნება დ -ს.
თამარ (თაუ) ხუჯაძე. ქუთაისის მე-19 სკოლა.