საქართველოს სახელმწიფოს საშინაო ვალი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 500,4 მილიონი ლარით გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის მაისის მდგომარეობით, საშინაო ვალის ნაშთი 2 მილიარდ 154 მილიონ 757 ათასი ლარი იყო, 2017 წლის მაისში კი ვალის მოცულობა 2 მილიარდ 655 მილიონ 160 800 ლარამდე გაიზარდა.