რომელი ფერები და სიმბოლოებია ყველაზე გავრცელებული მსოფლიოს ქვეყნების დროშებში
დროშა ოდითგანვე ქალაქების, რეგიონების, ქვეყნების, ერების და კონფესიების იდენტიფიკაციის უმთავრესი სიმბოლო იყო.
სულ რაღაც 150 წლის წინ, დამოუკიდებელი სახელმწიფოების რაოდენობა რამდენიმე ათეულს არ აღემატებოდა, შესაბამისად მათი დროშები საკმაოდ იოლად საცნობი იყო, დღეს კი მსოფლიოში ორ ასეულზე მეტი ორიგინალური სახელმწიფო დროშაა.
ერთად ვნახოთ, რომელი ფერები და სიმბოლიკა ჭარბობს დედამიწაზე, როგორი “გეომეტრია” და ფერთა კომბინაციებია ყველაზე გავრცელებული.
დროშები ფერების რაოდენობის მიხედვით: როგორც ხედავთ ყველაზე გავრცელებულია სამფერიანი დროშები, პოპულარობით მეორე ადგილზეა დროშები სადაც 4 ფერია, ხოლო საქართველოს დროშა – სადაც მხოლოდ ორი ფერია მესამე ჯგუფშია
დროშები ფერთა კომბინაციების მიხედვით: მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სამი ფერის – წითელი, თეთრი და ლურჯის (ცისფერის) კომბინაციაა, პოპულარობის მიხედვით მეორე ადგილზეა წითელის და თეთრის კომბინაცია – მათ შორისაა საქართველოს დროშაც.
დროშები, რომლებზეც არსებობს ე.წ. მთავარი ფერი: ანუ ერთი ფერი იკავებს უფრო მეტ ფართს ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი ერთად – ეს კი არის წითელი ან მისი ელფერები.
დროშები, რომლებზეც სხვადასხვა სიმბოლოები არის განთავსებული: ვარსკვლავი, გერბი, ჯვარი, მზე, მთვარე და სხვა.
ყველაზე პოპულარული სიმბოლო ვარსკვლავია – იგი მსოფლიოს დროშების მესამედზეა გამოსახული.
ჯვარი – ქრისტიანობის მთავარი სიმბოლო, სხვადასხვა სახით მსოფლიოს 20-მდე სახელმწიფოს დროშაზეა გამოსახული, ზოგიერთ დროშაზე ერთზე მეტი ჯვარია, მაგალითად საქართველოს დროშა ხუთჯვრიანია, დიდი ბრიტანეთის დროშაზე კი 3 სხვადასხვა ჯვარია (ინგლისი – წმინდა გიორგის ჯვარი, შოტლანდია – წმინდა ანდრიას ჯვარი, ირლანდია – წმინდა პატრიკის ჯვარი). იგივე სიტუაციაა დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონიების დროშებზეც – მაგალითად: ფიჯი და ტუვალუ.
ბრიტანული ე.წ. Union Jack გამოსახულია ასევე ახალი ზელანდიის და ავსტრალიის დროშებზე, თუმცა ეს ორი ქვეყანა სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას გეგმავს.
შვედეთის და დანიის დროშების კომბინაციებით არის მიღებული ნორვეგიის დროშა, შესაბამისად მასზე, ისევე როგორც ისლანდიის დროშაზე ორი ჯვარია გამოსახული.
დროშების ყველაზე გავრცელებული “გეომეტრია”: ყველაზე გარცელებულია სამი, თანაბარი ზომის ჰორიზონტალური ზოლი, პოპულარობით მეორე ადგილზეა ვერტიკალურად სამ თანაბარ ნაწილად გაყოფილი დროშები, ასევე გვხვდება სამკუთხედები, დიაგონალური ზოლები და ორად გაყოფილი ვარიანტებიც.
ყველაზე გავრცელებული ფერები:
ფერების განაწილება დროშებზე კონტინენტების მიხედვით:
ევროპასა და აზიაში წითელი ფერი ჭარბობს, აფრიკაში – მწვანე, სამხრეთ ამერიკის ქვეყნების დროშებში ფერები მეტნაკლებად თანაბრადაა გადანაწილებული.
აი ოკეანიის ქვეყნებში კი ლურჯის ელფერები გაცილებით მეტია ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი – ეს ბუნებრივიცაა, წყნარი ოკეანის სამხრეთში განლაგებული ყველა ეს ქვეყანა კუნძულოვანი სახელმწიფოა, მათი ისტორია და ყოველდღიურობა უშუალო კავშირშია ზღვასთან.
„მონათესავე“ დროშები: მსოფლიოში რამდენიმე ეთნიკურად და ისტორიულად მონათესავე დროშების ერთობლიობაა.
მაგალითისთვის სლავური ქვეყნების ბევრ დროშაზე წითელი, თეთრი და ლურჯის კომბინაციაა, არაბული ქვეყნების დროშებზე ხშირია წითლის, თეთრის, შავისა და მწვანე ფერების კომბინაცია, აფრიკული ქვეყნები კი ყვითელი ფერის ხშირი გამოყენებით გამოირჩევიან, მწვანე და წითელ ფერებთან ერთად.
სკანდინავიური ქვეყნების დროშებზე სხვადასხვა ფერებია, მაგრამ მათ ერთი ფორმა – ჯვარი აერთიანებთ.
სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში ე.წ ბელგრანოს ტიპის (არგენტინელი გენერლის საპატივცემოდ) დროშები გვხვდება, სადაც ცისფერი ან ლურჯი ზოლებია გამოსახული.
ე.წ. დიდი ირანის რეგიონის ქვეყნებში მწვანე და წითელი ფერები გვხვდება.
და ბოლოს, როგორი იქნებოდა კონტინენტების დროშები, თუ გავითვალისწინებდით ფერების, გეომეტრისაა და სიმბოლიკის ტრენდებს
მომზადებულია ferdio-ის მიხედვით